თემა: მოწყალება, სათნოებები
მოწყალების გაღების მაგალითი.
წმიდა მელანიამ, რომელმაც ქრისტეს სახელით მთელი თავისი ქონება დაარიგა, ალექსანდრიას მიაღწია, სადაც წმიდა პამბას ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ შეიტყო. იგი მასთან წავიდა უდაბნოში ლოცვა-კურთხევის მისაღებად, თან სამასი ლიტრი ოქრო წაიღო და მოსაგრეს სთხოვა, აეღო აქედან იმდენი, რამდენსაც მოისურვებდა. მაგრამ ღვთის კაცმა, რომელიც თავისი ჩვეულებრივი ხელსაქმით იყო დაკავებული, სიმდიდრეს არც კი შეხედა, მხოლოდ თქვა:
-ღმერთმა მოგაგოს შენი გულმოდგინებისთვის.
გლახაკთა შემწყნარებელი ქალი დიდხანს ევედრა მოსაგრეს, რომ მისი შემოწირულობიდან ცოტაოდენი მაინც აეღო. მაშინ წმიდა პამბამ თავის მესენაკეს უთხრა:
-აიღე ღირსი დედისგან, რასაც მოგცემს და დაურიგე ლიბიასა და კუნძულზე მცხოვრებ ბერებს, რადგან მათი მიწა უნაყოფოა; მაგრამ არაფერი უწილადო ეგვიპტის ბერებს, მათი მიწა ნაყოფიერია და შეუძლიათ, თავიანთი შრომის ნაყოფით ირჩინონ თავი...
წმიდა მელანიამ თავისი ოქრო მისცა ბერს და ღირს პამბას უთხრა:
-მამაო, აქ ზუსტად სამასი ლიტრი ოქროა, შეხედე!
ღვთის კაცმა მას მიუგო:
-უფალი, რომელსაც შენ, შვილო ჩემო, შესწირე ქონება, არ გეკითხება, რამდენია იგი. მან, ვინც მიწის თითოეულ გოჯს აითვლის და მთებს გადადგამს, განა არ იცის შენი საგანძურის რაოდენობა? შენ რომ იგი ჩემთვის მოგეცა, მე მას დავითვლიდი, მაგრამ შენ ღმერთს აძლევ, რომელმაც ქვრივს ორი ლეპტა არ დაუკარგა, არამედ იგი მრავალრიცხოვან სიმდიდრეზე მეტად დააფასა. ასე რომ, დადუმდი და თავს ნუ მოიწონებ.
მართლაც, როდესაც ადამიანი გლახაკს მოწყალებას აძლევს, იგი თვით ღვთისთვის გაიღებს მას. აი, რამხელა სათნოებაა მოწყალების გაღება