თემა: მორჩილება,  სათნოებები


მორჩილების შესახებ.

ერთხელ ღირს ისიდორესთან ერთი დიდი ბერის მოწაფე მოვიდა, რათა რაღაც მნიშვნელოვან საბერო საქმეზე რჩევა ეკითხა. საუბარში შემოაღამდათ და ქარიშხალი ამოვარდა: საშინელი ელვა და ქუხილი იყო. ამის მიუხედავად, მოწაფე თავის ბერთან წასასვლელთან მოემზადა. წმიდა ისიდორემ და სხვა ბერებმა შესთავაზეს, მათთან გაეთია ღამე, აღუწერდნენ, რომ საშინელი ღამეა, მან კი მდინარე უნდა გადალახოს, რომელიც, მართალია, ღრმა არ არის, მაგრამ ტალღები ძლიერ ღელავენ. მაგრამ სტუმარი მათ არაფერზე ეთანხმებოდა.
    -წინამძღვარმა მაკურთხა, რომ აუცილებლად დღესვე დავბრუნდე; როგორ შეიძლება დაუმორჩილებლობა? - და გამოეთხოვა მათ.
    ღირსმა ისიდორემ და სხვა ბერებმა გააცილეს იგი, როდესაც მდინარეს მიაღწიეს, მოწაფემ სამოსი გაიძრო, თავზე შემოიხვია და მდინარის მეორე მხარეს გადასვლა დაიწყო. მისი შემყურე ბერები ყოველი ტალღის წამოსვლაზე შიშისგან თრთოდნენ. მაგრამ მოწაფემ ადიდებული მდინარე უვნებლად გადაიარა. შეიმოსა და თაყვანი სცა მათ, შემდეგ კი თავის ბერთან წავიდა. ღირსი ისიდორე და ბერები ლოცავდნენ მას, თან გაოცებულები იყვნენ, თუ რა დიდი ძალა აქვს თითოეულ სათნოებას
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები