თემა: შრომა,  კეთილი საქმეები


ჭეშმარიტი მშრომელი.

ღირსი მოსე, რომელიც ავაზაკიდან ღვთის საყვარელ მონად იქცა, იმდენად იყო განდიდებული თავისი ღვთისმოსავი ცხოვრების გამო, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ხანდაზმულნიც კი მოდიოდნენ მასთან მეუდაბნოე ცხოვრებაში სრულყოფისა და ბერული ცხოვრების სასწავლებლად. აი, ერთი მაგალითი მისი მოღვაწეობისა.
    მან ცხოვრების ყველაზე მკაცრი წესი აირჩია: ღამით დგებოდა, ყველა ძმას შემოივლიდა და თუ მათ ქოხში წყლის ცარიელ ჭურჭელს ნახავდა, მათთვის წყალი მოჰქონდა, რადგან ზოგიერთი მეუდაბნოისგან წყალი საკმაოდ მოშორებით იყო, ბევრი ბერი კი ხანდაზმული იყო და წყლის მოსატანად ამხელა შრომის გაწევა არ შეეძლო.
    ამრიგად, წმიდა მოსე ლოცულობდა ღვთის წინაშე, შრომით მოიპოვებდა საარსებო პურს და სხვებსაც ეხმარებოდა.
    ქრისტიანენო! შეეწიეთ მოყვასს, უკიდურეს შემთხვევაში იმდენად მაინც, რადმენადაც თქვენი ცხოვრების გარემოებანი გაძლევენ ამის საშუალებას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები