ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: ღმერთი, მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტება
მოციქულები არ მსჯელობდნენ ისე, როგორც ამასოფლის ბრძენნი ან ფილოსოფოსნი, მით უფრო ისე არა, როგორც თეორეტიკოსები, ჰიპოტეზებს რო ქმნიან.
მათ გვახარეს ის, რისი მოწმენიც გახდნენ. სიმართლე რო ითქვას, ჭეშმარიტება მათ კი არ პოვეს, ჭეშმარიტება მათთვის მოულოდნელად გაცხადდა და მთელი მათი არსება მოიცვა. მოციქულებს სულიერი კვლევა-ძიება არ განუზრახავთ, ფსიქოლოგიაში განსწავლულნი არ იყვნენ და მათი საქმიანობა მხოლოდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა. ძე ღვთისა ამ დროს გამოეცხადა მათ და ფრთხილად, თანდათან, მოღვაწეობის ახალ სფეროს, ღვთისმსახურებას აზიარა.
მოციქულებმა მაცხოვარი უმალ არ ირწმუნეს, ისინი არ ჩქარობდნენ, გაოცებით, შიშით, მერყეობით, სიფრთხილით მიდიოდნენ მისკენ და მის მცნებებს ითვისებდნენ. მათთვის აუცილებელი იყო, უფალი არაერთგზის ეხილათ, თვალი შეევლოთ მისთის და საკუთარი ხელით შეხებოდნენ.