image

თემა: გონება,  ღმერთი,  ღვთის შემეცნება

100. როცა გონება უფლისმიერია, მაშინ, სიყვარულით ანთებული, იგი თავიდან ღვთის, როგორც არსების, შეცნობას ცდილობს, მაგრამ ნუგეშს პოულობს არა იმის შემეცნებით, რაც უფალშია, რამეთუ ეს ყველა ქმნილი არსებისათვის შეუძლებელი და დაუტეველია, არამედ მშვიდდება იმის შეცნობით, რითაც უფალია მოცული, მაგალითად; მარადიულობით, დაუსაბამოობით, გარეშემოუწერელობით, სახიერებით, სიბრძნით, ყოვლისშემძლეობის, ყოვლადმზრუნველობისა და ყოვლადსამართლიანობის ძალით. უფალში ყველასათვის მხოლოდ ისაა შესაცნობი, რომ ის დაუსაბამოა და თავად მისი შეუცნობლობის შეცნობა არის გონებას აღმატებული სიბრძნე, როგორც ეს თქვეს ღვთისმეტყველების ძლიერმა მამებმა - გრიგორმა და დიონისემ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები