
ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ბოროტება, ვნებათაგან განთავისუფლება, სათნოებები, სულიერი მღვიძარება
11. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფს.36,27), ე.ი. უნდა ებრძოლო ბოროტს, რათა ვნებები შეამცირო, შემდეგ კი იფხიზლე, რათა ისინი არ გაგიმრავლდნენ; და კვლავ იბრძოლე, რათა სათნოებანი მოიპოვო და ამის შემდეგ იფხიზლე, რათა ისინი შეინარჩუნო. და ესაა დასამუშავებელიც და დასაცავიც (დაბ.2,15).