ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მოთმინება
მოთმინება ისევე აუცილებელია, როგორც მარილი საჭმელში. რადგან არ არსებობს სხვა გზა შეძენისა, გამდიდრებისა და მეფობისა. ეს გზა ქრისტემ დაგვისახა. და ჩვენც, მისმა მოყვარულებმა, უნდა მივსდიოთ მას. თუმც კი მწარეა აბზინდა, მაგრამ განწმენდს სისხლს და აჯანსაღებს ჩვენს სხეულს. განსაცდელის გარეშე არ შეიცნობა წმინდა სულები, არ მჟღავნდება სათნოება. არ განირჩევა მოთმინება. განსაცდელის გარეშე შეუძლებელია სულის სიჯანსაღის გამოვლენა. იგი განმწმენდი ცეცხლია, რომელიც სულებს წმინდასა და ნათელს ხდის