image

თემა: განსაცდელები

თუკი ვინმეს წყენას აყენებენ ამსოფლად და მოინდომებს სამართლის პოვნას, იცოდეს, რომ იგი (სამართალი) მდგომარეობს ძმის, მოყვასის სიმძიმის ტვირთვაში, ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ამ ცხოვრების ყოველგვარი ნაღველის დათმენაში.
    რადგან ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს - ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან - ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს: აქ - დაწინდვას, იქ კი აღსრულებას.
    ამრიგად, მოთმინება ისევე აუცილებელია, როგორც მარილი საჭმელში. რადგან არ არსებობს სხვა გზა შეძენისა, გამდიდრებისა და მეფობისა. ეს გზა ქრისტემ დაგვისახა. და ჩვენც, მისმა მოყვარულებმა, უნდა მივსდიოთ მას. თუმც კი მწარეა აბზინდა, მაგრამ განწმენდს სისხლს და აჯანსაღებს ჩვენს სხეულს. განსაცდელის გარეშე არ შეიცნობა წმინდა სულები, არ მჟღავნდება სათნოება. არ განირჩევა მოთმინება. განსაცდელის გარეშე შეუძლებელია სულის სიჯანსაღის გამოვლენა. იგი განმწმენდი ცეცხლია, რომელიც სულებს წმინდასა და ნათელს ხდის
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები