ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: ღმერთი
61. თუ გეეჭვება, რომ ყოველი ჩვენი ნამოქმედარი დაინახება ღვთისგან, დაუკვირდი: თუკი თვით შენ, რომელიც ადამიანი ხარ და მტვერი, ძალგიძს ერთსა და იმავე დროს ფიქრობდე და საზრობდე ყოველგვარი ადგილის შესახებ, რამდენად უფრო შეძლებს ამას ღმერთი, რომელიც მდოგვის მარცვლისებრ ხედავს ყველას და ნებისამებრ წარმოშობს და ზრდის ყოველივეს?