image

თემა: ღმერთი

64. ღვთისადმი მადლიერება და ღირსეული მოღვაწეობა ის ნაყოფია ადამიანისა, ღმერთს რომ ესათნოება. მიწის ნაყოფნი არათუ ერთ ჟამს მწიფდებიან, არამედ ხანგრძლივ დროში, წვიმებისა და ზრუნვის შედეგად. ამგვარადვე, ადამიანის ნაყოფიც სწორედ ღვაწლით, გარჯილობით, ხანგრძლივი დროით, გამძლეობით, თავშეკავებით და მოთმინებით იძენს ბრწყინვალებას, ხოლო თუ ოდესმე ამათ გამო ვიღაცეებს ღვთისმოშიშად წარმოუჩნდები, არ ერწმუნო საკუთარ თავს, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ და არ იფიქრო, რომ შენეულთაგან რაიმე სათნოა ღვთისთვის, რადგან იცოდე, ადვილი არ არის ადამიანისთვის უცოდველობის ბოლომდე დაცვა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები