ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: იესოს ლოცვა
62. ნამდვილად დიდი სიკეთე შევიძინეთ განსაცდელისგან – უფალ იესოს ხშირი ხმობა გონითი მტრების წიანააღმდეგ საკუთარი გულის განწმენდის სურვილით. და ნახე, რაოდენ თანახმიერია წერილის მოწმობებთან გამოცდილების შედეგად ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვა, რადგან „განემზადე, – ამბობს, – ისრაელ, რომ მოუხმო უფლის, შენი ღმერთის, სახელს“ (ამოს. 4.12). და მოციქული: „მოუკლებლად ლოცულობდეთ“ (I თეს. 5.17). ჩვენი უფალიც ამბობს: „არ ძალგიძთ ჩემს გარეშე რაიმეს ქმნა. ვინც მყოფობს ჩემში და მე – მასში, იგი ბევრი ნაყოფის გამომღებია“ (იოან. 15.5). და კიდევ: „ვინც არ დარჩება ჩემში, იგი გაგდებულია გარეთ როგორც ტოტი“ (იოან. 1.6). დიდი სიკეთეა ლოცვა და იგია ყველა სიკეთის გარემომცველი, როგორც განმწმენდელი გულისა, რაშიც მორწმუნეთათვის დაინახება ღმერთი.