ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ლოცვა
61. მაშ, შევუდგეთ საქმეს, რადგან ამ სახით თანდათან წარმატებულნი აღმოვაჩენთ, რომ ღვთისადმი სასოება, მტკიცე რწმენა, შინაგანი ცოდნა, განსაცდელთაგან გამოხსნილობა, ნიჭთა საბოძვარნი, გულისმიერი აღსარება და მხურვალე ცრემლთაღვრა ლოცვის მიერ მოიწევა მორწმუნეებზე, და არა მხოლოდ ესენი, არამედ აგრეთვე – სამწუხარო მოსაწევართა დამთმენლობა, მოყვასისადმი გულწრფელად მპატიებლობა, სულიერი რჯულის შემცნობლობა, ღვთის სამართლიანობის აღმომჩენლობა, სულიწმინდის ზედდამნერგველობა, სულიერ საუნჯეთა მბოძებლობა და ყოველივე ის, რომელთა მიცემაც აღუთქვა ღმერთმა მორწმუნე ადამიანებს აქაც და სამერმისო საუკუნეშიც; ანუ, მოკლედ, შეუძლებელია ღვთის ხატად სულის გამოჩინება, თუ არა ღვთის მადლითა და ადამიანის სარწმუნოებით, – იმ ადამიანისა, რომელიც დიდი მდაბალცნობიერებითა და განუბნეველი ლოცვით არის გონებაში დავანებული.