ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიმდაბლე
ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომსა და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქვება; მას შეერთვის და, ასე ვიტყოდი, ღვთისთვის დაღვრილი კეთილი ცრემლი წყლად, შემდეგ ღვთისმიერი ცრემლი აინთება მასში; გამოცხვება და გამტკიცდება ნეტარი სიმდაბლე, რომელიც აღუზავებელი და მედიდურობას მოკლებული იქნება.
ამიტომ ეს სანატრელი ჯაჭვი და, უკეთ რომ ვთქვათ, ცისარტყელა, შეერთდება და ერთი ძალის მქონე იქნება. შეერთებულად იმოქმედებს მათი ძალა და რა უნდა თქვა ამ სამთაგან ერთერთზე ისეთი, რომ მეორესა და მესამეს არ მიესადაგებოდეს. ამიტომ რაც აქ მოკლედ ვთქვი, მინდა თქვენს წინაშე ის წარმოვაჩინო.
პირველი თვისება ამ კეთილი და დიდებული სათნოებების სამებისა არის სიხარულით მიღება და ტვირთვა ყოველგვარი ლანძღვისა და შეურაცხყოფისა. როდესაც კაცი სულის გაშლილი ხელებით მიიღებს და შეიტკბობს ყოველგვარ მხილებასა და სირცხვილს - როგორც სულიერ სნეულებათა გამანადგურებელ წამალს და დიდი ცოდვებისგან განმწმენდელს; მეორე თვისება ამ სამი ძლიერი სათნოებისა არის მრისხანების მოკვლა, გულის შემუსვრა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება; ხოლო მესამე კეთილი კიბე არის თავისი სათნოებების სრული დაუჯერებლობა და დაურწმუნებლობა და სარწმუნოებით სურვილი სწავლისა