
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიმდაბლე
სხვაა სულიერი მდგომარეობა სამეფო ტახტზე მჯდომი ადამიანისა, და სხვა - მისი, ვინც სიბინძურეზე მიგდებულა. და ალბათ ამ მიზეზით იყო, რომ დიდი და მართალი იობი ქალაქგარეთ სიბინძურეზე იჯდა, რადგან სწორედ მაშინ მიიღო სრული სიმდაბლე და სულიერი სიბრძნით თქვა: "ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში" (იობ. 42,6)