
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საზრდელის მიღება
ჭამა და სმა ხორციელი საქმე არის, მაგრამ ისმინე, რასა იტყვის მოციქული პავლე: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ“ (Iკორ. 10.31). მართლა, თუ შენ სჭამ და სვამ ზომიერად და არა განსაცხრომელად ხორცისა შენისა, სჭამ და სვამ ღვთის მადლობით, და ღონესა, რომელიც მოგემატება საჭმელით და სასმელით, მოიხმარ ღვთი სადიდებელად, არა ცუდისა, არამედ კეთილისა საქმისათვის, მაშინ ჭამა და სმა გადაიქცევა ღვთის სადიდებელად.