ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მწუხარება
ჭირი, მწუხარება განაღვიძებს კაცსა, დააფიქრებს, მიაქცევს მის გონებას მის თავზე, სინანულში შეიყვანს. ჭირსა, უბედურებასა, მწუხარებასა დიდი გავლენა აქვს კაცის გულზე და სულზე; მრავალნი პირნი, რომელნი იყვნენ სრულიად განრყვნილნი და უსჯულონი, ღმერთმან მოაქცია და განსწმიდა უბედურებითა და მწუხარებითა, რომელი მიაყენა მათ. შეიძლება დარწმუნებით ვსთქვათ, რომ ჭირი და მწუხარება არის უმჯობესი მასწავლებელი კაცის ჭკუისა, მზრდელი, გამაფრთხილებელი, გამაღვიძებელი კაცის გონებისა, განმამტკიცებელი მისი ღონისა და ნიჭიერებისა. უმეტეს ნაწილად კაცი ბედნიერებასა, მოსვენებასა და ფუფუნებასა შინა მყოფი, ფუჭდება სულით და გულით, გარნა ჭირი და განსაცდელი გამოაფხიზლებს მას და გამოაჩენს უმჯობესთა დაფარულთა მისთა ღონეთა და ნიჭთა. მაშასადამე, უბედურება და მწუხარება ზოგჯერ არის საქმე და განგებულება ღვთისა კაცთა ზედა.