ავტორი:
პ. ი. მალკოვი
თემა:
ეკლესია
ქრისტეს ეკლესია - პ. ი. მალკოვი
ქრისტეს ეკლესია - პ. ი. მალკოვი
ამ პარაგრაფში ჩვენი საუბარი ეკლესიაში აღსრულებულ მართლმადიდებლურ საიდუმლოებებს შეეხება.
ყოველდღიურ საუბარში ეკლესიაში ყველაზე ხშირად განსხვავებული არქიტექტურითა და გუმბათით შემკულ შენობას გულისხმობენ, რომელშიც საღმრთო ლიტურგია და სხვა ღვთისმსახურებები სრულდება. მაგრამ საღმრთისმეტყველო კუთხით ეკლესიას ბევრად უფრო ღრმა გაგება გააჩნია. იმის მიუხედავად, რომ დოგმატიკის ყველა სახელმძღვანელოსა თუ კატეხიზმოში შევხვდებით ამის გაკეთების მცდელობას, ცხადია, ეკლესიის სრული განსაზღვრების მოცემას ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, რადგან სრულიად დამაკმაყოფილებელ განსაზღვრებას ვერცერთ მათგანში ვერ მივაგნებთ. ამაში დასარწმუნებლად იმის გახსენებაც კმარა, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია. და ისევე, როგორც ვერასოდეს შევძლებთ ქრისტეს საიდუმლოს - ძე ღვთისას განკაცების, მისი ამქვეყნად მოსვლის, მის მიერ აღსრულებული გამოხსნის ამომწურავ სიტყვიერ განმარტებას, მსგავსადვე, ყოვლად შეუძლებელია მისი სხეულის საიდუმლოს ბოლომდე გაგება - თუ როგორ არის ის ერთდროულად მისი ხორციც და თითოული ჩვენგანიც, ვინც ეკლესიის სხეულს შევადგენთ. ქრისტე არის მისი თავი, ხოლო ჩვენ მისი სხეულის ნაწილები ვართ. ამ მნიშვნელობით სიტყვა „ეკლესია“ ბევრად უფრო ღრმა და ამაღლებულ განზომილებასა და მნიშვნელობას გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ თუნდაც პატიოსანი ჯვრით დაბოლოებულ გუმბათით დაგვირგვინებულ შენობას შეიძლება ჰქონდეს. ეკლესია ეს არის ღვთისა და ადამიანის შეხვედრის ადგილი და კიდევ უფრო მეტიც, აქ არა მარტო ჩვენი ჩვენს შემოქმედთან შეხვედრა, არამედ საღმრთო მიმადლებით სულიერი თანხვედრაც ხდება, რასაც ეკლესიაში განღმრთობა ეწოდება. წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელის თქმით, „ეკლესია მიწიერი ცაა, სადაც ზეციური ღმერთი მკვიდრობს და მოძრაობს“. მოძრაობაში მოგზაურობა, ადგილიდან ადგილზე, ერთი ადამიანისგან მეორეზე გადასვლა არ უნდა ვიგულისხმოთ, ეს ნიშნავს, რომ უფალი მოქმედებს, ცხოველსჰყოფს, განანათლებს. მაშასადამე, ეკლესია ეს არის ცა დედამიწაზე და ყოველთვის, როცა კი ჩვენ ტაძარში შევდივართ და მონაწილეობას ვიღებთ საეკლესიო ღმრთისმსახურებასა და საიდუმლოებებში, ყველა ზეციურ მადლს ვუერთდებით და ნაწილობრივ იმ ზეციური იერუსალიმის კუთვნილებაც კი ვხდებით, რომელში შესასვლელადაც ვართ მოწოდებულნი, ქრისტეს მეორედ და უკვე დიდებით მოსვლის შემდეგ.

|