სულის მშვიდობა კი მიიღწევა ღმერთთან სიახლოვით, ღვთის მცნებათა მიღებით და ცხოვრებაში გატარებით. აკი ბრძანებს მაცხოვარი: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მთ. 11, ...
იხილეთ სრულად
სულის მშვიდობა კი მიიღწევა ღმერთთან სიახლოვით, ღვთის მცნებათა მიღებით და ცხოვრებაში გატარებით. აკი ბრძანებს მაცხოვარი: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მთ. 11, 29).
დღეს განსაკუთრებით მშვიდობა საჭიროებს გაფრთხილებას, რათა იგი შთამომავლობასაც შევუნარჩუნოთ. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ესწრაფვის დღეს მთელი პროგრესული კაცობრიობა. ამიტომ მშვიდობისთვის ბრძოლა რჩება მნიშვნელოვან ამოცანად, განუყოფელ ნა...
იხილეთ სრულად
დღეს განსაკუთრებით მშვიდობა საჭიროებს გაფრთხილებას, რათა იგი შთამომავლობასაც შევუნარჩუნოთ. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ესწრაფვის დღეს მთელი პროგრესული კაცობრიობა. ამიტომ მშვიდობისთვის ბრძოლა რჩება მნიშვნელოვან ამოცანად, განუყოფელ ნაწილად ჩვენი ეკლესიის მოღვაწეობისა.
ვერავინ იტყვის, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის სიცოცხლის და მშვიდობის ფასი, არ იცის სამშობლოსთვის ბრძოლა და მსხვერპლის გაღება, წინაპართა ღვაწლის დაფასება და მოხსენიება.