ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
შობა ქრისტესი არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა; დღესაც ღმერთი იგი უჟამო ჟამიერ იქმნება, უხორცო უფალი განხორციელდება. მაგრამ მთავარია, მაცხოვარი იშვას თითოეულ ჩვენგანში, რომ განგვაახლოს, აღგვადგინოს და აღარასოდეს განგვშორდეს ჩვენ.
ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ელოდა ღვთაებრივი ლოგოსის განხორციელებას. "და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (იოანე 1,14).
ამქვეყნიური ჩვენი ცხოვრება ცურვას ჰგავს უკიდეგანო ზღვაში, რომელიც ხან წყნარდება, ხან კი მღელვარებს; ხან მშვიდია, ხან კი შიშის მომგვრელი, თუ გვსურს, ნაპირს მშვიდობით მივაღწიოთ, უნდა შევიმოსოთ რწმენით, სასოებით, სიყვარულით და ვიქნებ... იხილეთ სრულად