ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი – რწმენა შემოქმედისა
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე – მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩე... იხილეთ სრულად
"არა გაქვთ იმიტომ, რომ არ ითხოვთ" (იაკ. 4,1). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
გადადგით ნაბიჯები ერთმანეთისა და ღვთისაკენ. ეცადეთ ყოველ თქვენს მოქმედებას სიყვარული ედოს საფუძვლად, რათა იყოთ მსახური უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა.
ცნობილი ფსიქოლოგი ალექსი ლეონტიევი XX ს-ის განათლებას ახასიათებდა, როგორც სულის გაღატაკების პროცესს ინფორმაციით გამდიდრების ხარჯზე. იგივე მდგომარეობაა დღესაც. მთავარი ის კი არ არის, თუ რა რაოდენობის საგანს ვასწავლით ახალგაზრდას... იხილეთ სრულად
ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე? ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ სკო... იხილეთ სრულად
რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ა... იხილეთ სრულად
ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია. აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავისი ფუნქცია, სახე და მოვალეობა აქვს. კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, ... იხილეთ სრულად