ჩვენი ცხონებისთვის - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისგან გათავისუფლებისთვის - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონებისთვის - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისგან გათავისუფლებისთვის - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ: ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამქვეყნად ღმერთმა მოგვცა.
აღდგომილი ქრისტე იწოდება როგორც „მეორე ადამად“, ისე „პირმშოდ შესვენებულთა“, რადგან გარდაცვლილთა შორის პირველმა მან შეიმოსა უხრწნელი სხეული, ანუ აღდგა იმ სახით, რაც ადამს, ღვთის მადლით, ჰქონდა ცოდვით დაცემამდე.
საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადგან მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლოო ხვედრს განიკუთვნებს: მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუსა...
იხილეთ სრულად
საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადგან მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლოო ხვედრს განიკუთვნებს: მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუსალიმის სხვადასხვა სავანეში, ცოდვილნი - მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სამყოფელში.