ქრისტეს წმიდა ეკლესია დედამიწაზე იგივეა, რაც გემი ზღვაში. ამ სულიერი გემის ბატონ-პატრონი თვით ყოვლისშემძლე მამა ღმერთია, საჭეთმპყრობელი - მხოლოდშობილი ძე მისი, წამყვანი ქარი - სული წმიდა, მმართველნი გემისა არიან მოციქულნი და მათი ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს წმიდა ეკლესია დედამიწაზე იგივეა, რაც გემი ზღვაში. ამ სულიერი გემის ბატონ-პატრონი თვით ყოვლისშემძლე მამა ღმერთია, საჭეთმპყრობელი - მხოლოდშობილი ძე მისი, წამყვანი ქარი - სული წმიდა, მმართველნი გემისა არიან მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, მოძღვარნი და მასწავლებელნი ეკლესიისანი, მგზავრნი - მართლმორწმუნე ქრისტიანენი, - ძირი და საფუძველია. მართალი რწმენა წმიდისა სამებისა, კედლები, წინა ნაწილი და გემის საჭე წარმოდგენილია როგორც სარწმუნოების დოგმე...
წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.) შემდეგნაირად აღწერს ეკლესიის მთლიანობას: "ეკლესიამ, თუმცა იგი განფენილია ქვეყნის კიდიდან კიდემდე, მიიღო მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან რწმენა... ამ ქადაგებასა და რწმენას ეკლესია მტკიცედ ინახავს, რო...
იხილეთ სრულად
წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.) შემდეგნაირად აღწერს ეკლესიის მთლიანობას: "ეკლესიამ, თუმცა იგი განფენილია ქვეყნის კიდიდან კიდემდე, მიიღო მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან რწმენა... ამ ქადაგებასა და რწმენას ეკლესია მტკიცედ ინახავს, როგორც ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახი, და სწამს, როგორც მქონეს ერთისა სულისა და ერთისა გულისა; თანახმად ამისა, ქადაგებს და ასწავლის... თუმცა ენები მსოფლიოში სხვადასხვაა, მათი გადმოცემის ძალა ერთი და იგივეა. არც ეკლესიებს, დაფ...
ეკლესიაში სული წმიდის მადლის ზემოქმედებით ხდება ადამიანის განწმენდა ცოდვებისაგან და მისი სულიერი განათლება. მადლი ღვთისა გარდაქმნის ადამიანს, რის შედეგადაც ცოდვილი პოვებს განმართლებას და ხდება წმინდა.
ეკლესიის ერთიანობასთან ორგანულადაა დაკავშირებული ეკლესიის სიწმიდე. როგორც ცნობილია, ცოდვა არის მიზეზი დაყოფისა. ცოდვის დათრგუნვა, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანს ამთლიანებს, მას ღმერთსა და მოყვასთან აკავშირებს.
ეკლესიაში ყველაფერი ერთიანი უნდა იყოს: ერთი თავი - უფალი იესო ქრისტე, ერთი სული ღვთისა, რომელი ყოველთა აღავსებს, ერთი მოძღვრება რწმენისა და ცხოვრებისა, ერთნი მაცხოვნებელნი საიდუმლონი, რაც ყველასათვის აუცილებელია.