სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქმნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად.
ცდებიან ისინი, რომელთაც მტკიცებანი სჭირდებათ თავიანთი რწმენისათვის. რწმენა თავისუფალი არჩევანია. და იქ, სადაც თუნდაც დაფარული სურვილია სარწმუნოების მტკიცებისა - არ არის რწმენა. ამ შემთხვევაში ჩვენ რწმენისათვის ადგილს აღარ ვტოვებთ,...
იხილეთ სრულად
ცდებიან ისინი, რომელთაც მტკიცებანი სჭირდებათ თავიანთი რწმენისათვის. რწმენა თავისუფალი არჩევანია. და იქ, სადაც თუნდაც დაფარული სურვილია სარწმუნოების მტკიცებისა - არ არის რწმენა. ამ შემთხვევაში ჩვენ რწმენისათვის ადგილს აღარ ვტოვებთ, არამედ გვაქვს მხოლოდ ცოდნის სურვილი. რწმენისათვის უარყოფითი პოლემიკა საშიში არაა, არც მისი გამოცდაა საშიში გონებითა და ცოდნით. მრავალი ასეთი გამოცდა გადაუტანია მას საუკუნეების მანძილზე და ახლაც გადააქვს. მისთვის საშიშია...
ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზრობად წარმოუდგება. სად არის გამოსავალი ამ...
იხილეთ სრულად
ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზრობად წარმოუდგება.სად არის გამოსავალი ამ ჩიხიდან, რაშია აზრი ცხოვრებისა? ცისა და დედამიწის, ღვთისა და ადამიანის კავშირში, ჩვენს მხურვალე და წრფელ რწმენაში.
ვივიწყებთ რა ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით, მაშინ, როცა აწმყო, ე.ი. ჩვენი ცხოვრება, ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის.
ჩვენ ხშირად სამყაროს აღვიქვამთ არა ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, არამედ როგორც მას ჩვენი გონება წარმოსახავს. ამიტომ მას ყველა სხვადასხვაგვარად, თავისებურად ხედავს;
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამი...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამიანისათვის. ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება.
ბრწყინვალეა და საიდუმლო დღე ქრისტეს აღღგომისა. დღეს კვლავ აღდგა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. აღდგა ჩვენი რწმენა, რწმენა შემოქმედისა, რომელიც არ გვტოვებს, რწმენა სიკეთისა, რწმენა ადამიანისა, რწმენა ჩვენი ფერისცვალ...
იხილეთ სრულად
ბრწყინვალეა და საიდუმლო დღე ქრისტეს აღღგომისა. დღეს კვლავ აღდგა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. აღდგა ჩვენი რწმენა, რწმენა შემოქმედისა, რომელიც არ გვტოვებს, რწმენა სიკეთისა, რწმენა ადამიანისა, რწმენა ჩვენი ფერისცვალებისა და აღდგომისა.