ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი? ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?
პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.
"რა გვეშველება?" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი.
ხშირად გვესმის სიტყვები: "კატასტროფული მდგომარეობა", "რა გვეშველება?" არადა ვუწყით, "რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ - სასოებასა" (რომ. 5,3-4).
ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.
ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. უცოდველი არავინ არის, დაცემის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, სურვილი გვქონდეს გამოსწორებისა, ღვთის გზით სვლისა.
არიან პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წი... იხილეთ სრულად
ისააკ ასური ბრძანებს: "ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს თვის უძლურებას, რამეთუ ამის ცოდნა ხდება საწინდარი კეთილწარმატებისა". ასეთი ადამიანი განკითხვის ცოდვისაგან თავისუფლდება, თავმდაბლობით იმოსება და ღვთისა და მოყვასის სიყვა... იხილეთ სრულად
როგორ განვიწმინდოთ გული ცოდვათაგან? უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ სამართლიანი განსჯა საკუთარი თავისა. ჩვენს სულში ორი "მე" უნდა განვასხვავოთ და ყოველ ჩვენს საქციელსა და გულისმიერ ზრახვას სხვისი თვალითაც შევხედოთ.