შენ არათუ უნდა ხედავდე შენში არსებულ ცოდვას, არამედ უნდა გძულდეს იგი და ებრძოდე, ხოლო თუ ცოდვა არ გაღელვებს და დაუმეგობრდი მას, მაშ იცოდე, სული შენი განსაცდელშია და მარადიული სიკვდილის საფრთხე ემუქრება.
სინანული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულში ჩაღრმავებაა, ეს არის სწრაფვა სულისა აღიქვას საკუთარი თავი ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეშია შეიცნოს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ კი ხშირად თვალს ვარიდებთ ჩვენს სულში დაბ...
იხილეთ სრულად
სინანული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულში ჩაღრმავებაა, ეს არის სწრაფვა სულისა აღიქვას საკუთარი თავი ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეშია შეიცნოს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.ჩვენ კი ხშირად თვალს ვარიდებთ ჩვენს სულში დაბუდებულ უარყოფით თვისებებს, და თუ აღმოვაჩენთ ხოლმე მათ, ადამიანური სისუსტით ვამართლებთ. ასეთი განსჯა არასწორია და აშკარა დაღუპვისკენ გვიბიძგებს.
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.
ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ...
იხილეთ სრულად
ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ძალა ნათლისა (შელინგი).
ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა და უფლის ბეჭედი ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან წმიდანად და დიდ მოღვაწედ ამაღლების შესაძლებლობას აძლევს, რა თქმა უნდა, თუ ამას თვითონ მოინდომებს.
ადამიანმა, და მითუმეტეს ქრისტიანმა, სიყვარულის კანონით უნდა იცხოვროს და განაგდოს თვისგან სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: ვისაც სძულს ძმა ანუ მოყვასი თვისი, ბნელსა შინა არს. მართლაც, მტრობის, სიძულვი...
იხილეთ სრულად
ადამიანმა, და მითუმეტეს ქრისტიანმა, სიყვარულის კანონით უნდა იცხოვროს და განაგდოს თვისგან სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: ვისაც სძულს ძმა ანუ მოყვასი თვისი, ბნელსა შინა არს. მართლაც, მტრობის, სიძულვილისა და მრისხანების ტყვეობაში მყოფისგან ნათელი განშორებულია, ამიტომაც იგი გარე სამყაროს არასწორად აღიქვამს და ვერ გრძნობს, რომ სხვისი მტრობით, სინამდვილეში ბოროტად საკუთარ თავს ექცევა, რადგან ამ დროს გაცილებით დიდ ვნებას...
თუ წარმართნი ასწავლიდნენ, რომ "ომი მამაა ყოვლისა, მეფე ყოველთა" (ჰერაკლიტე ეფესელი), ხოლო ებრაელნი - "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ"-ო (გამოსვლათა 21,24), მაცხოვარმა დედამიწაზე სიყვარული და შერიგება მოიტანა.
სამყაროს ღრმა ძილით ეძინა, როცა ბეთლემელ მწყემსებს ესმათ ანგელოზთა გალობა - სადიდებელი ახლადშობილი მაცხოვრისა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ჭეშმარ...
იხილეთ სრულად
სამყაროს ღრმა ძილით ეძინა, როცა ბეთლემელ მწყემსებს ესმათ ანგელოზთა გალობა - სადიდებელი ახლადშობილი მაცხოვრისა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა არის სათავე ქვეყნად მშვიდობისა და კეთილდღეობისა, ადამიანთა შორის კეთილგანწყობისა და ურთიერთგაგებისა.