რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ა...
იხილეთ სრულად
რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.
ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია. აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავისი ფუნქცია, სახე და მოვალეობა აქვს. კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, ...
იხილეთ სრულად
ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია. აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავისი ფუნქცია, სახე და მოვალეობა აქვს.კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის.რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, ...
ოჯახის პრობლემა მეტად მტკივნეული საკითხია. ცოლ-ქმრობა სიმძიმეც არის და ნეტარებაც. მოციქული პავლე რომ ბრძანებს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2), უპირველეს ყოვლისა, მეუღლეთა ურთიერთვალდე...
იხილეთ სრულად
ოჯახის პრობლემა მეტად მტკივნეული საკითხია. ცოლ-ქმრობა სიმძიმეც არის და ნეტარებაც. მოციქული პავლე რომ ბრძანებს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2), უპირველეს ყოვლისა, მეუღლეთა ურთიერთვალდებულებებს გულისხმობს.
ლოთის ან ნარკომანის ოჯახი, როგორც წესი, არამყარია. ამგვარი მშობლების შვილები შეუძლებელია არ იყვნენ დაღდასმულნი. ასეთმა პიროვნებებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა და იფიქრონ ხვალინდელ დღეზე. ბოროტის ჩაგონებით მათ ხშირად...
იხილეთ სრულად
ლოთის ან ნარკომანის ოჯახი, როგორც წესი, არამყარია. ამგვარი მშობლების შვილები შეუძლებელია არ იყვნენ დაღდასმულნი.ასეთმა პიროვნებებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა და იფიქრონ ხვალინდელ დღეზე. ბოროტის ჩაგონებით მათ ხშირად გულგატეხილობა ეუფლებათ და გამოსწორების იმედი ეკარგებათ, რაც დიდი შეცდომაა.აუცილებელია, მათ დაიჯერონ, რომ სწორ გზაზე დადგომა არასოდეს არ არის გვიან, შეიგნონ და დაინახონ თავიანთი ცხოვრების დამღუპველი შედეგი, გადაწყვიტონ მისგა...
სამწუხაროდ, სიმთვრალის დროს ბევრნი ისეთ ცოდვას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ლოთები ნარკომანობას იწყებენ და პირიქით, "გამოსწორებული" ნარკომანები – ლოთდებიან. ლოთიც და ნარ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, სიმთვრალის დროს ბევრნი ისეთ ცოდვას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ლოთები ნარკომანობას იწყებენ და პირიქით, "გამოსწორებული" ნარკომანები – ლოთდებიან. ლოთიც და ნარკომანიც, რომელიც თავს ხელში ვერ აიყვანს, და ვერ დაძლევს ამ მომაკვდინებელ ცოდვას, დაკარგული პიროვნებაა როგორც ოჯახისათვის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვაა ლოთობა და ნარკომანია, რომელთაც პიროვნებები სრულ გადაგვარებამდე მიჰყავთ. თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელი ეს ორი სენი განსაკუთრებით საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის. ექიმების, ფსიქოლოგების, ...
იხილეთ სრულად
თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვაა ლოთობა და ნარკომანია, რომელთაც პიროვნებები სრულ გადაგვარებამდე მიჰყავთ. თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელი ეს ორი სენი განსაკუთრებით საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის.ექიმების, ფსიქოლოგების, მოძღვრების დაკვირვებით, წინასწარგანზრახვით არავინ ხდება არც ლოთი და არც ნარკომანი, არამედ ისინი თანდათან ყალიბდებიან ასეთებად.
ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობას სჩადის, სრულიად დაკარგული აქვს რწმენა და იმედი ღვთისა. ეს დანაშაული იმდენად დიდია, რომ, საეკლესიო კანონების მიხედვით, თვითმკვლელისათვის ლოცვაც კი აკრძალულია. ის ვინც ამ საშინელ ნაბიჯს დგამს, გმო...
იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობას სჩადის, სრულიად დაკარგული აქვს რწმენა და იმედი ღვთისა. ეს დანაშაული იმდენად დიდია, რომ, საეკლესიო კანონების მიხედვით, თვითმკვლელისათვის ლოცვაც კი აკრძალულია.ის ვინც ამ საშინელ ნაბიჯს დგამს, გმობს სულიწმიდას და უმძიმეს დანაშაულს სჩადის საკუთარი თავისა და სულის წინაშე. იგი ფიქრობს, თითქოს ამ გზით განთავისუფლდება იმ წამებისგან, რაც მას მიწიერ ყოფაში ერგო; ავიწყდება კი, რომ თავს წირავს გაცილებით უფრო საშინელი და თანაც...
სიყვარული ყველას სჭირდება; თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ განუცდია მარტოობის სიმძიმე და განსაცდელის სიმწარე. პიროვნებას ზოგჯერ სულის დამთრგუნველი ისეთი სიცარიელე მოიცავს, რომ სასოწარკვეთილობამდე მისული გულგატეხილობა ეუფლება.
იხილეთ სრულად
სიყვარული ყველას სჭირდება; თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ განუცდია მარტოობის სიმძიმე და განსაცდელის სიმწარე. პიროვნებას ზოგჯერ სულის დამთრგუნველი ისეთი სიცარიელე მოიცავს, რომ სასოწარკვეთილობამდე მისული გულგატეხილობა ეუფლება.სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სავსეა ადამიანური მწუხარებით. მწუხარებას, რა თქმა უნდა, თავისი სახესხვაობებიც აქვს. მაგ., უნუგეშო სულიერი ტკივილი ძირითადად ურწმუნოებისა, არასულიერობისა და შინაგანი სიცარიელის შედეგია.
სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს: არის სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული მშობლებისა და ოჯახისა, სიყვარული მამაკაცისა და ქალისა, შვილებისა, სიყვარული მეგობრებისა და მოყვასისა...