ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდა...
იხილეთ სრულად
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისაგან მოუშორებლად.
ბედი – ეს ფიქრია უფლისა, ყველაფერი მომხდარის შესახებ, მაგრამ არა ისეთი პასიური და უძლური, როგორც – ადამიანისა, არამედ აქტიური და გადამწყვეტი. ვიღაც დილით უახლოეს ქალაქში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ღამით სიკვდილი წამოეწია და შორ...
იხილეთ სრულად
ბედი – ეს ფიქრია უფლისა, ყველაფერი მომხდარის შესახებ, მაგრამ არა ისეთი პასიური და უძლური, როგორც – ადამიანისა, არამედ აქტიური და გადამწყვეტი. ვიღაც დილით უახლოეს ქალაქში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ღამით სიკვდილი წამოეწია და შორეულ, ზეციურ ქალაქში გადაიყვანა. ხალხი ამბობს: ასეთია ბედი მისი. ვიღაცამ გოგონა შეიყვარა, მოხდა კი ისე, რომ სხვაზე იქორწინა, კვლავ ამბობენ: ბედი! მხოლოდ გონიერი და ყოვლისგანმგებელი უფლისაგან წამოსულმა, შორსმჭვრეტელმა და ა...
ჩვენ აღსარებაზე ვდგებით იმ განზრახვით, რომ მოძღვრის მეშვეობით უფლისაგან მივიღოთ მიტევება ცოდვებისა. იცოდე, რომ შენი აღსარება ფუჭია, ყალბია, უქმია და შეურაცხმყოფელი უფლისათვის, თუ მიდიხარ აღსარებისათვის ყოველგვარი მომზადების გარეშე...
იხილეთ სრულად
ჩვენ აღსარებაზე ვდგებით იმ განზრახვით, რომ მოძღვრის მეშვეობით უფლისაგან მივიღოთ მიტევება ცოდვებისა. იცოდე, რომ შენი აღსარება ფუჭია, ყალბია, უქმია და შეურაცხმყოფელი უფლისათვის, თუ მიდიხარ აღსარებისათვის ყოველგვარი მომზადების გარეშე, არ ჩხრეკ შენს სინდისს, სირცხვილის ან სხვა მიზეზის გამო ფარავ შენს ცოდვებს, აღსარებას ამბობ შემუსვრილობისა და ლმობიერების გარეშე, ფორმალურად, ცივად, მექანიკურად, მტკიცე გადაწყვეტილებების გარეშე, რომ აწი გამოსწორდები... ...
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს...
იხილეთ სრულად
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს უფლის ეკლესია!
გაესაუბრე მღვდლებს, ადამიანთა აღსარებას რომ იბარებენ და მრავალ მაგალითს მოისმენ, მათი სულიერი შემწეობის შესახებ, ვინც გულით ამბობს აღსარებას. გაიგონებ, რომ მრავალ მომაკვდავს მიუღია შვება სიკვდილისწინა აგო...
მორწმუნემ თავისი აღსარების, თავისი ცხოვრებისა და სულიერი მოღვაწეობის შესახებ სხვას არაფერი არ უნდა უთხრას. დე, ყოველივე საიდუმლოდ დარჩეს, მოძღვრის რჩევებიც.
რწმენის გარეშე, ცოდვათა მოუნანიებლად, არც ერთი ცოდვილი არ ცხონდება, ხსილი არ იქნება. "რომელსა რწმენეს და ნათელიღოს, სცხონდეს, ხოლო რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს (მარკ. 16, 16). უფალმა ქვეყანაზე დაადგინა ეკლესია და სავსეჰყო იგი მთე...
იხილეთ სრულად
რწმენის გარეშე, ცოდვათა მოუნანიებლად, არც ერთი ცოდვილი არ ცხონდება, ხსილი არ იქნება. "რომელსა რწმენეს და ნათელიღოს, სცხონდეს, ხოლო რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს (მარკ. 16, 16). უფალმა ქვეყანაზე დაადგინა ეკლესია და სავსეჰყო იგი მთელი საუნჯით ცოდვებისაგან ხსნისათვის; მოგვცა მწყემსები და მასწავლებლები, ღვთისმსახურებისა და საღმრთო საიდუმლოების შემსრულებლები; მოგვცა სახარება და მცნებანი, რომელთაც თუ შევასრულებთ, ხსნილნი, განთავისუფლებულნი ვიქნებით ცოდ...
ახლა შესამოსელი და მონაზვნური სამოსი ისეთივე საიდუმლოებაა, როგორიც გვირგვინების დადგმა ქორწინებისას. შენ მონაზვნურ ტანსაცმელს იცმევ გვირგვინის ნაცვლად და ასე ხდები ქრისტეს სასძლო, დებ რა ქალწულების აღთქმას სიცოცხლის ბოლომდე. შეიძლ...
იხილეთ სრულად
ახლა შესამოსელი და მონაზვნური სამოსი ისეთივე საიდუმლოებაა, როგორიც გვირგვინების დადგმა ქორწინებისას. შენ მონაზვნურ ტანსაცმელს იცმევ გვირგვინის ნაცვლად და ასე ხდები ქრისტეს სასძლო, დებ რა ქალწულების აღთქმას სიცოცხლის ბოლომდე. შეიძლება თუ არა, რომ ეს გვირგვინები სხვას მისცენ, რომ ახლა სხვამ იქორწინოს? არა. მაგრამ როცა კვდებიან, გვირგვინებს მათთან ერთად დებენ კუბოში.
ახალბედა მონაზონმა თავისი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში არ უნდა შეისრუტოს ამ სოფლის სიბრძნე, იმიტომ რომ ის შემდეგ მუდამ იშიშინებს იმ სანთლის მსგავსად, რომელსაც პატუქი სველი აქვს.
ახალბედა მონაზონი, რომელიც თავის მშობლებს, დებსა და ძმებს იგონებს, ღვთაებრივი შეწევნის მოსვლას ეწინააღმდეგება. თუ ის სოფელსა იგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძალიან მალე დაივიწყა ყველაფერი, რაც გადაიტანა, როცა ცდილობდა მოსწყვეტოდ...
იხილეთ სრულად
ახალბედა მონაზონი, რომელიც თავის მშობლებს, დებსა და ძმებს იგონებს, ღვთაებრივი შეწევნის მოსვლას ეწინააღმდეგება. თუ ის სოფელსა იგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძალიან მალე დაივიწყა ყველაფერი, რაც გადაიტანა, როცა ცდილობდა მოსწყვეტოდა სოფელს.