როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, როცა იგი თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, იგი ყველა მდიდარ კაცზე უფრო ბედნიერი იქნება. კაცი მხნე, შრომისმოყვარე და წმინდა ს...
იხილეთ სრულად
როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, როცა იგი თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, იგი ყველა მდიდარ კაცზე უფრო ბედნიერი იქნება. კაცი მხნე, შრომისმოყვარე და წმინდა სინდისის მქონე, რომელიც, ამასთანავე, ბევრს კი არ ეძიებს, არამედ მცირედითაც კმაყოფილია – უთუოდ ბედნიერი იქნება.
განკითხვა. სხვის ნაკლოვანებებზე მსჯელობისას (სულ ერთია, ეს ნაკლოვანებები ნამდვილად არსებობენ თუ მხოლოდ გვეჩვენება) კაცს თავისი თავი მასზე უკეთესი, სუფთა, ღვთისმოშიში, პატიოსანი და ჩკვიანი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვანაირ...
იხილეთ სრულად
განკითხვა. სხვის ნაკლოვანებებზე მსჯელობისას (სულ ერთია, ეს ნაკლოვანებები ნამდვილად არსებობენ თუ მხოლოდ გვეჩვენება) კაცს თავისი თავი მასზე უკეთესი, სუფთა, ღვთისმოშიში, პატიოსანი და ჩკვიანი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვანაირადაა: "ვისაც გული სუფთა აქვს, იმას ყოველი კაცი სუფთად ეჩვენება, ხოლო ვისაც გული ვნებებითა აქვს შებილჭული, იმისთვის არავინაა წმიდა, არამედ ყველა თავისნაირი ჰგონია" (მამა ესაია). ჩვენი მსჯავრი არასოდეს არის მიუკერძოებელი, ...
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეიკრიბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანთა ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ...
იხილეთ სრულად
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეიკრიბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანთა ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ ბრალდებულთა შორის იქნებიან ყველა ჩვენი მახლობელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, ეს გარემოება კიდევ მეტად აძლიერებს ამ სამართალის ხასიათს, მას უფრო საშინელს, შემაძრწუნებელს ჰქმნის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება ც...
თუ ადამიანისთვის რომელიმე დოგმატი ან წმ. წერილის ესა თუ ის ეპიზოდი გაუგებარია, მაშინ უმჯობესია, რომ გარკვეული დროის მანძილზე გადადოს მათში გარკვევა.
საკუთარ თავს უნდა უთხრას: „აქ რაღაც ღრმა აზრია დაფარული და მე ის არ მესმის“. ამგვ...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანისთვის რომელიმე დოგმატი ან წმ. წერილის ესა თუ ის ეპიზოდი გაუგებარია, მაშინ უმჯობესია, რომ გარკვეული დროის მანძილზე გადადოს მათში გარკვევა.
საკუთარ თავს უნდა უთხრას: „აქ რაღაც ღრმა აზრია დაფარული და მე ის არ მესმის“. ამგვარ შემთხვევებში მე სწორედ ასე ვიქცეოდი. როდესაც ახალგაზრდობაში სახარებას ვკითხულობდი და რაღაც ადგილი ჩემთვის გაუგებარი იყო, არ ვცდილობდი მის განმარტებას. ვფიქრობდი: „აქ რაღაც ღრმა აზრია დამარხული, მაგრამ მე ის არ მესმის“...
ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმინდა წინგისაკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს.
ბიბლია მორწმუნისთვის არის სული და ცხოვრება. ეკლესიის სწავლება განგვიმარტავს იმას, რასაც წმიდა წერილი შეიცავს; ამიტომ მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ ეკლესიის მწყემსთა სწავლება ძალას ღვთიური სიტყვით იძენს. წმიდა წერილი ...
იხილეთ სრულად
ბიბლია მორწმუნისთვის არის სული და ცხოვრება. ეკლესიის სწავლება განგვიმარტავს იმას, რასაც წმიდა წერილი შეიცავს; ამიტომ მტკიცედ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ ეკლესიის მწყემსთა სწავლება ძალას ღვთიური სიტყვით იძენს. წმიდა წერილი შექმნილია არა ადამიანური ძალისხმევით, არამედ სულიწმიდით განბრძნობილმა, წმიდა, ღმრთისმიერმა ადამიანებმა გადმოგვცეს.
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება მისი შედეგებითაც. ეს იქნება სამართალი გადამწყვეტი, საბოლოო. მისი განაჩენი გადაჭრის ბედს თითოეული ადამიანისას სამუდამოდ. ის დახურავს სამარადისოდ კარებს ქრისტეს სასუფეველისას ცოდვილთათვის და გარ...
იხილეთ სრულად
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება მისი შედეგებითაც. ეს იქნება სამართალი გადამწყვეტი, საბოლოო. მისი განაჩენი გადაჭრის ბედს თითოეული ადამიანისას სამუდამოდ. ის დახურავს სამარადისოდ კარებს ქრისტეს სასუფეველისას ცოდვილთათვის და გარდუვალ უფსკრულს გათხრის მათსა და მართალთა შორის. "წარვედით ჩემგან წყეულნო, ჯოჯოხეთსა მას საუკუნესა, რომელი განმაზდებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათ. 25, 41). აი, რას ეტყვის უფალი, - ეს მიდგომელი მსაჯული, ...
საღმრთო წერილის სიტყვები საქმეებით იკითხე და ნუ მრავალსიტყვაობ მხოლოდ მარტივი გაგებით გაამაყებული.
link
საღმრთო წერილის მიხედვით, თუ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და ჩვენთვის კი არა, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღდგომილისთვის ვცოცხლობთ, მაშინ ცხადია, რომ მას სიკვდილამდე უნდა ვემსახუროთ. მაშ, როგორ შეგვიძლია, ძეობა კუთვნილად მივიჩნიოთ?!