ბოროტება ჩვენს შიგნითაა. ჩვენ არ გვაქვს სიყვარული, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ყველა ადამიანს ჩვენს ძმად და ვცდუნდებით მათი ცოდვილი ცხოვრებით. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ძმები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უფლის შვილია...
იხილეთ სრულად
ბოროტება ჩვენს შიგნითაა. ჩვენ არ გვაქვს სიყვარული, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ყველა ადამიანს ჩვენს ძმად და ვცდუნდებით მათი ცოდვილი ცხოვრებით. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ძმები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უფლის შვილია. თუ ჩვენ ნამდვილად გავაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, მაშინ გვეტკინება მათ გამო, ვინც ცოდვაში ცხოვრობს. და აი, მაშინ მათი ცოდვილი ცხოვრება არ გვაცდუნებს, არამედ, მათთვის ვილოცებთ.
ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და ამიტომ იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშუალებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ა.შ.) ი...
იხილეთ სრულად
ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და ამიტომ იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშუალებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ა.შ.) იწყება ქრისტესმიერი, სულისათვის უცხო მხარე. სიკეთე ბოროტი საშუალებებით არ მიიღწევა და მიზანი არ ამართლებს საშუალებას. სიკეთე, გაკეთებული არაკეთილი გზით – არ არის სიკეთე. ეს აღთქმა ჩვენ მოციქულთაგან და წმინდა მამათაგან გვა...
სიკვდილის შიში მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველი მიზეზი ძალიან ბუნებრივია: საზოგადოდ, ადამიანის არსებისათვის, ადამიანური პიროვნებისათვის სიკვდილი უცხოა, სიკვდილი ცოდვის შედეგია. რა თქმა უნდა, პოტენციურად ჩვენში თავიდანვე არ...
იხილეთ სრულად
სიკვდილის შიში მრავალი მიზეზითაა განპირობებული. პირველი მიზეზი ძალიან ბუნებრივია: საზოგადოდ, ადამიანის არსებისათვის, ადამიანური პიროვნებისათვის სიკვდილი უცხოა, სიკვდილი ცოდვის შედეგია. რა თქმა უნდა, პოტენციურად ჩვენში თავიდანვე არსებობდა სიკვდილი, ისევე როგორც სიცოცხლე. მართალია, ეს ჩვენი არჩევანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადამიანი არ შექმნილა სიკვდილისათვის. უფალმა იმგვარად შეგვქმნა, რომ გამოსადეგნი ვყოფილიყავით სიცოცხლისათვის და არა სიკვდილისათვის....
ფიზიოლოგიურად მკვდარი ვერ ხედავს ნივთიერ სინათლეს, სულიერად მკვდარი კი, თუნდაც ჯერ კიდევ ხორცში იყოს, ვერ ხედავს მარადიულ მზეს - ღმერთს, ანუ ადამიანი შეიძლება ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ ცოცლხობდეს, მაგრამ სულიერად მკვდარი იყოს. მაგრა...
იხილეთ სრულად
ფიზიოლოგიურად მკვდარი ვერ ხედავს ნივთიერ სინათლეს, სულიერად მკვდარი კი, თუნდაც ჯერ კიდევ ხორცში იყოს, ვერ ხედავს მარადიულ მზეს - ღმერთს, ანუ ადამიანი შეიძლება ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ ცოცლხობდეს, მაგრამ სულიერად მკვდარი იყოს. მაგრამ, თუ ხორცში ყოფნის დროს აქვს კავშირი უფალთან, ანუ ბედნიერების წყაროსთან, არ კვდება. წმინდა წერილი გავსწავლის, რომ ასეთი ადამიანი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. როგორც კი მისი ხორციელი თვალი დაიხუჭება, აღიხილება ...
სიკვდილი არის მოკლება სიცოცხლისაგან და არსებობისაგან, რადგანაც, რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არ...
იხილეთ სრულად
სიკვდილი არის მოკლება სიცოცხლისაგან და არსებობისაგან, რადგანაც, რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არსებობა ყოფილა. სიკვდილი არის ღვთისაგან, იმავე სიცოცხლისაგან, ბედნიერი არსებობისათვის დაცილება.
ვერარა ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან – ცოდვილის ხვედრი დაატყდება მას.
რაღა მოხუცის ფეხებისთვის ქვიშიან აღმართზე სიარული და რაღა ანჩხლი ცოლი მშვიდი კაცისთვის.
თ. 24-25
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყებოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხოვრებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყებოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხოვრებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვა ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღარ მივიღებდით.
ურწუნო ადამიანს აქვს გაუცნობიერებელი, წარმართული, შეიძლება ითქვას, პირუტყვული შიში სიკვდილისა, უფრო სწორად, თვითგადარჩენის ინსტიქტი. მაგრამ იგი იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ ყოველთვის ამ ინსტიქტით მოქმედება არასწორია.
როდესაც კ...
იხილეთ სრულად
ურწუნო ადამიანს აქვს გაუცნობიერებელი, წარმართული, შეიძლება ითქვას, პირუტყვული შიში სიკვდილისა, უფრო სწორად, თვითგადარჩენის ინსტიქტი. მაგრამ იგი იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ ყოველთვის ამ ინსტიქტით მოქმედება არასწორია.
როდესაც კაცი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხისადმი გონივრულ მიდგომას იწყებს, იგი წასვლის ჟამისთვის ნელ-ნელა ემზადება, რათა მისი გული აივსოს ქრისტეთი და არ იყოს ამქვეყნიურზე მიწებებული, რაც არ არის იოლი საქმე. რომ დავფიქრდეთ და დავუშვათ, რომ დ...
რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
თ. 10–11
link
მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
იხილეთ სრულად
მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გ...