ვის ძალ-უძს, საყვარელნო, წარსდგეს კადნიერებით ამა საშინელის სამსჯავროის წინაშე და სრულის იმედით მოელოდეს სიმართლის გვირგვინს, რომელსაც მისცემს უფალი მარტო ოდენ მათ, ვინც შეიყვარეს გამოჩინება მისი (2 ტიმოთ. 4,8)? მას, ვისი შრომა და...
იხილეთ სრულად
ვის ძალ-უძს, საყვარელნო, წარსდგეს კადნიერებით ამა საშინელის სამსჯავროის წინაშე და სრულის იმედით მოელოდეს სიმართლის გვირგვინს, რომელსაც მისცემს უფალი მარტო ოდენ მათ, ვინც შეიყვარეს გამოჩინება მისი (2 ტიმოთ. 4,8)? მას, ვისი შრომა და ღვაწლი ამაქვეყანაზედ იყო ნაყოფიერი, ხოლო ცხოვრება სათნო ღვთისა; მას, ვინც ყოველივე თავის საქმე შეასრულა თანახმად უფლისმცნებათა; მას, ვისაც ჩვეულებად ჰქონდა გადაქცეული ანგარიშის გაწევა თავის სვინიდისთან; მას, რომელიც გან...
ჯერ ერთი, მოძღვარმა ცოდვილის მიმართ შესაშური მოთმინება და დიდი სიყვარული უნდა გამოიჩინოს. მეორე: საიდუმლო უნდა შეინახოს. სიკვდილი უნდა ერჩიოს აღმსარებლის საიდუმლოს გამჟღავნებას. მესამე: თავის ერთგულ მეგზურად განსჯა და კეთილგონიერე...
იხილეთ სრულად
ჯერ ერთი, მოძღვარმა ცოდვილის მიმართ შესაშური მოთმინება და დიდი სიყვარული უნდა გამოიჩინოს. მეორე: საიდუმლო უნდა შეინახოს. სიკვდილი უნდა ერჩიოს აღმსარებლის საიდუმლოს გამჟღავნებას. მესამე: თავის ერთგულ მეგზურად განსჯა და კეთილგონიერება უნდა ჰყავდეს.
ძველ დროში მღვდელები მოღვაწეობდნენ, კეთილმსახურნი იყვნენ, წმიდანნი და ადამიანები მათ მიმართ ღვთისმოსაობით იყვნენ განწყობილნი. დღეს კი ადამიანებს მღვდლისგან ორი რამ უნდათ: ვერცხლისმოყვარე არ იყოს და სიყვარული ჰქონდეს. თუ ხალხი ნახა...
იხილეთ სრულად
ძველ დროში მღვდელები მოღვაწეობდნენ, კეთილმსახურნი იყვნენ, წმიდანნი და ადამიანები მათ მიმართ ღვთისმოსაობით იყვნენ განწყობილნი. დღეს კი ადამიანებს მღვდლისგან ორი რამ უნდათ: ვერცხლისმოყვარე არ იყოს და სიყვარული ჰქონდეს. თუ ხალხი ნახავს, რომ მას ეს ორი თვისება აქვს, წმიდად მიიჩნევს მას და ეკლესიაში დიდი მონდომებით ივლის. და რადგან ეკლესიაში ივლიან, ცხონდებიან. მერე ღმერთიც, თავისი შემწყნარებლობის გამო, ამ მღვდელსაც აცხონებს. მაგრამ როგორც არ უნდა იყო...
ძალიან თანავუგრძნობ აღსარებაზე მოსულს, მტკივა მასთან ერთად, მტკივა და ვტირი. წმინდა დავითს ვევედრები, რომ აღსარების შემდეგ დამავიწყოს რაც ზედმეტია და დამამახსოვრდეს მხოლოდ ის, რისთვისაც უნდა ვილოცო. ვლოცულობ მომნანიებლისათვის, მაწ...
იხილეთ სრულად
ძალიან თანავუგრძნობ აღსარებაზე მოსულს, მტკივა მასთან ერთად, მტკივა და ვტირი. წმინდა დავითს ვევედრები, რომ აღსარების შემდეგ დამავიწყოს რაც ზედმეტია და დამამახსოვრდეს მხოლოდ ის, რისთვისაც უნდა ვილოცო. ვლოცულობ მომნანიებლისათვის, მაწუხებს მისი ბედი და ველოდები მის ხელმეორედ გამოჩენას.
ცოდვაში მყოფს არ ძალუძს მარტომ დაძლიოს ხორციელი გულისთქმები, რამეთუ მისი სხეულის ასონი მუდმივად შეიწყნარებენ და განხურდებიან მათ მიერ. ვნებებს დამონებულთ ლოცვა და მორჩილება მართებთ, რამეთუ შეწევნის მეოხებითაც კი ფრიად საძნელოა უწი...
იხილეთ სრულად
ცოდვაში მყოფს არ ძალუძს მარტომ დაძლიოს ხორციელი გულისთქმები, რამეთუ მისი სხეულის ასონი მუდმივად შეიწყნარებენ და განხურდებიან მათ მიერ. ვნებებს დამონებულთ ლოცვა და მორჩილება მართებთ, რამეთუ შეწევნის მეოხებითაც კი ფრიად საძნელოა უწინდელ ცოდვიან ჩვევებთან ბრძოლა.
ჩვენს დროში მოკლებული ვართ მადლს ვიცხოვროთ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერების ხელმძღვანელობით. ხელმძღვანელს მართებს გვიჩვენოს გზა, რომლითაც თვითონ ვიდოდა, მაგრამ თუკი მხოლოდ წიგნების მიხედვით ხელმღვანელობს, ეს სულ სხვა რამეა. მთქ...
იხილეთ სრულად
ჩვენს დროში მოკლებული ვართ მადლს ვიცხოვროთ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერების ხელმძღვანელობით. ხელმძღვანელს მართებს გვიჩვენოს გზა, რომლითაც თვითონ ვიდოდა, მაგრამ თუკი მხოლოდ წიგნების მიხედვით ხელმღვანელობს, ეს სულ სხვა რამეა. მთქმელსაც და მსმენელსაც ჰგონიათ, რომ აღშენდებიან, მაგრამ როდესაც საღმრთო მადლს შეიგრძნობენ, მაშინ მიხვდებიან თავის შეცდომას. წმ. პეტრე დამასკელი ამბობს თავის თავზე: „მრავლად ვევნე გამოუცდელი მრჩევლებისაგან“. ხელმძღვანელი გა...
ჩვენი სულიერი მოძღვრის წინაშე გაცილებით მეტად ვართ ვალდებულნი, ვიდრე - ხორციელი მამის წინაშე, რადგან ეს უკანასკნელნი ამ სოფლისა და საერო ცხოვრებისათვის გვშობენ, პირველნი კი - ზეცისა და მარადიული ცხოვრებისათვის.
მიცვალებულთა გაცოცხლების პროცესის შესახებ საყურადღებო ამბებს გადმოგვცემს ღვთივგანბრძნობილი წინასწარმეტყველი ეზეკიელი. წინასწარმეტყველის ეს მონათხრობი თითქმის სრულიად გადმოგვცემს მიცვალებულთა აღდგომის არსს საშინელი სამსჯავროს დადგო...
იხილეთ სრულად
მიცვალებულთა გაცოცხლების პროცესის შესახებ საყურადღებო ამბებს გადმოგვცემს ღვთივგანბრძნობილი წინასწარმეტყველი ეზეკიელი. წინასწარმეტყველის ეს მონათხრობი თითქმის სრულიად გადმოგვცემს მიცვალებულთა აღდგომის არსს საშინელი სამსჯავროს დადგომას რომ უძღვის წინ. და აი, ერთხელაც უფალმა გაიყვანა წინასწარმეტყველი ეზეკია ტრიალ მინდორზე, რომელიც გამხმარი ძვლებით იყო სავსე:
"მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, - უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი. მითხრა...
მოწყალე უფალმა დედამიწაზე მოგვცა სულიწმიდა და სულიწმიდით განმტკციდა წმიდა ეკლესია. სულიწმიდამ გაგვიხსნა ჩვენ არა მარტო მიწიერი, არამედ ზეციურიც. სულიწმიდით ჩვენ შევიმეცნეთ უფლის სიყვარული. სიყვარული უფლისა მგზნებარეა. სიყვარულით გ...
იხილეთ სრულად
მოწყალე უფალმა დედამიწაზე მოგვცა სულიწმიდა და სულიწმიდით განმტკციდა წმიდა ეკლესია. სულიწმიდამ გაგვიხსნა ჩვენ არა მარტო მიწიერი, არამედ ზეციურიც. სულიწმიდით ჩვენ შევიმეცნეთ უფლის სიყვარული. სიყვარული უფლისა მგზნებარეა. სიყვარულით გამსჭვალულმა წმიდა მოციქულებმა მთელი ქვეყნიერება მოიარეს; მათ სულებს სწყუროდათ რომ ყველა ადამიანს შეემეცნებინა უფალი.