მორჩილ სულს უფალი უმჟღავნებს თავის საიდუმლოებებს. მთელი ცხოვრება ებრძოდნენ წმინდანები სიამაყეს და იმორჩილებდნენ თავს. დღე და ღამე ვიბრძვი მორჩილებისთვის და როგორც საჭიროა ისეთი მორჩილი არა ვარ, მაგრამ სულიწმიდით ჩემმა სულმა შეიცნო...
იხილეთ სრულად
მორჩილ სულს უფალი უმჟღავნებს თავის საიდუმლოებებს. მთელი ცხოვრება ებრძოდნენ წმინდანები სიამაყეს და იმორჩილებდნენ თავს. დღე და ღამე ვიბრძვი მორჩილებისთვის და როგორც საჭიროა ისეთი მორჩილი არა ვარ, მაგრამ სულიწმიდით ჩემმა სულმა შეიცნო ქრისტესმიერი მორჩილება. ო, ქრისტესმიერი მორჩილება, იგი აძლევს სულს გამოუთქმელ სიხარულს ღმერთში და ღმერთისადმი სიყვარულით სულს ავიწყდება ცა და დედამიწა, მთელი სურვილით მიისწრაფის ღმერთისაკენ. ო, ქრისტესმიერი მორჩილება, რ...
მორჩილი, როგორც მკვდარი, არაფერს ეწინააღმდეგება და განსჯის, არც კეთილსა და არც თითქოსდა ბოროტს, რადგან ყველაფრისთვის პასუხს აგებს იგი, ვინც ღვთისმოსაობით მოაკვდინა მისი სული.
მორჩილი მაშინ ეცემა, როცა იგი ბერისაგან რაიმეს მალავს ან შინაგან წინააღმდეგობაშია მასთან; მაგრამ როცა ინანიებს, ბერი მას წამოაყენებს და ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს. ის თავის სულიერ შვილს თითქოს საკუთარ სისხლს უსხამს ძარღვებში და...
იხილეთ სრულად
მორჩილი მაშინ ეცემა, როცა იგი ბერისაგან რაიმეს მალავს ან შინაგან წინააღმდეგობაშია მასთან; მაგრამ როცა ინანიებს, ბერი მას წამოაყენებს და ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს. ის თავის სულიერ შვილს თითქოს საკუთარ სისხლს უსხამს ძარღვებში და მასთან სულიერი ძალები და მადლი სწრაფად ბრუნდება, მაგრამ თუკი მორჩილის ცხოვრება სავსეა გამუდმებული დრტვინვით და ბერის მიმართ უკმაყოფილებით, შინაგანი განკითხვით და მისი (ან მისი ქმედების) დამცრობით, მისი ნებისადმი და დარი...
მორჩილების ბევრი სახეობა არსებობს. ერთნი მორჩილნი არიან და ყველაფერში საკუთარ თავს ჰკიცხავენ, ესეც მორჩილებაა. მეორე ინანიებს თავის ცოდვებს და ღმერთის წინაშე თავს თვლის საშინელ დამნაშავედ, ესეც მორჩილებაა. მაგრამ სხვაა მორჩილება ი...
იხილეთ სრულად
მორჩილების ბევრი სახეობა არსებობს. ერთნი მორჩილნი არიან და ყველაფერში საკუთარ თავს ჰკიცხავენ, ესეც მორჩილებაა. მეორე ინანიებს თავის ცოდვებს და ღმერთის წინაშე თავს თვლის საშინელ დამნაშავედ, ესეც მორჩილებაა. მაგრამ სხვაა მორჩილება იმისა, რომელმაც შეიმეცნა უფალი სულიწმიდით; მას სხვაგვარი მორჩილება აქვს, სხვაგვარი შეგრძნება. როცა სული სულიწმიდით დაინახავს უფალს, როგორი თავმდაბალი და მორჩილია იგი, მაშინ ისიც მორჩილი ხდება ბოლომდე: და ეს სრულიად განსაკ...
მორჩილება სულის ბრძნობის დამორჩილებაა, რათა საკუთარ სიცუდეს დააღწიო თავი.
მორჩილებაა გახდე მონა, რათა იყო თავისუფალი. მცირე სასყიდლით იყიდე საკუთარი თავისუფლება. გახდი უზრუნველი და მხიარული.
და ნუ უსმენ იმ გულისსიტყვას...
იხილეთ სრულად
მორჩილება სულის ბრძნობის დამორჩილებაა, რათა საკუთარ სიცუდეს დააღწიო თავი.
მორჩილებაა გახდე მონა, რათა იყო თავისუფალი. მცირე სასყიდლით იყიდე საკუთარი თავისუფლება. გახდი უზრუნველი და მხიარული.
და ნუ უსმენ იმ გულისსიტყვას, რომელიც მძიმე ჟამს მონასტრიდან წასვლას გირჩევს.
მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონების მიერ.
მორჩილება სათნოებაა. არ არსებობს ისეთი სათნოება, რომლის მოსაპოვებლადაც საკმარისი იქნებოდა მისი შეძენის მარტოოდენ წრფელი სურვილი. აქ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. მორჩილების სათნოებაც იწყება სათანადო გადაწყვეტილების მიღებით და შე...
იხილეთ სრულად
მორჩილება სათნოებაა. არ არსებობს ისეთი სათნოება, რომლის მოსაპოვებლადაც საკმარისი იქნებოდა მისი შეძენის მარტოოდენ წრფელი სურვილი. აქ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. მორჩილების სათნოებაც იწყება სათანადო გადაწყვეტილების მიღებით და შემდეგ მიიღწევა საღვთო მადლითა და ადამიანის პირადი შრომით.
რაც უფრო მორჩილია ადამიანი, რაც უფრო მეტად განაქიქებს საკუთარ თავს და ცხოვნების ღირსადაც კი არ მიიჩნევს მას, რაც უფრო ცხარედ ტირის და გამუდმებით ცრემლსა ჰღვრის, მით უფრო მეტად ევსება გული ამის სანაცვლოდ სულიერი სიხარულით და ამავე ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო მორჩილია ადამიანი, რაც უფრო მეტად განაქიქებს საკუთარ თავს და ცხოვნების ღირსადაც კი არ მიიჩნევს მას, რაც უფრო ცხარედ ტირის და გამუდმებით ცრემლსა ჰღვრის, მით უფრო მეტად ევსება გული ამის სანაცვლოდ სულიერი სიხარულით და ამავე დროს იმედიც უჩნდება, ვითარცა დასტური უეჭველი ხსნისა.