ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღვთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმონოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად და იმგვარ ცვა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღვთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმონოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად და იმგვარ ცვალებას იწვევს მასში, რომ სულს უკვე აღარ ძალუძს ყოველივე ქვეყნიერი უყვარდეს და ხორციელ სიამეთ ესწრაფოდეს.
უფალს ახლაც შეუძლია სასწაულებით ურწმუნონი შეარცხვინოს, ხოლო სულმოკლენი და სუსტნი განამტკიცოს, მაგრამ ამის მიღწევა მას არა იძულებით, ძალდატანებით უნდა, არამედ სურს მასთან თავისუფლად, ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილების შემდეგ მივიდეთ.
სჯულიერი სწავლების აზრი და შინაარსი, მართალია, კაცის ჭკუამ ანუ გონებამ უნდა შეიცნოს, მაგრამ მისი დაჯერება, დარწმუნება და შეტკბობა გულის საქმეა. სხვაა რომელიმე აზრის მიღება და გაზიარება, სხვა დარწმუნება და შეტკბობა.
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მა...
იხილეთ სრულად
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათში წიაღშეღწევა მოსურვებიათ.
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დიდი ბოროტება ღვთისაგან განშორება ანუ მისი დავიწყება. გარნა სადაც ღმერთია, იქ ყოველივე კეთილია, სადაც კი ღმერთი არ არის, იქ ყოველივე ბოროტია. ვისთანაც ღმერთია, იგი ყოველივე კეთილს აკეთებს, ხოლო ვისთან...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დიდი ბოროტება ღვთისაგან განშორება ანუ მისი დავიწყება. გარნა სადაც ღმერთია, იქ ყოველივე კეთილია, სადაც კი ღმერთი არ არის, იქ ყოველივე ბოროტია. ვისთანაც ღმერთია, იგი ყოველივე კეთილს აკეთებს, ხოლო ვისთანაც ღმერთი არ არის, იგი ყოველივე ბოროტს აკეთებს, თუ ღმერთი ჩვენე კერძო არს, ამბობს მოციქული პავლე, ვინ არს ძვირიმყოფელ ჩვენდა (რომ. 8, 31), თუ ღმერთი ჩვენი კერძო არ არს, მაშინ ჩვენი მტრები აღდგებიან ჩვენზედ და დაგვამარცხე...
მომავალ საუკუნეში, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმიდა ადამიანები არასდროს არ შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრე...
იხილეთ სრულად
მომავალ საუკუნეში, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმიდა ადამიანები არასდროს არ შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს.
თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. ...
იხილეთ სრულად
თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მივაღწიეთ სისრულესა და მთლიანობას - ჩვენი ძიების მიზანს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არის რაღაც უმეტესი. უნდა ვხარობდეთ იმაზე, რომ როგორი ღარიბებიც არ უნდა ვიყოთ...
ვიდრე არ გავაცნობიერებთ იმას, რომ ღვთის სასუფევლის გარეთ ვიმყოფებით და იმისათვის, რომ იქ შეგვიშვან, საჭიროა კარზე დავაკაკუნოთ, შეიძლება, მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდეთ იმ ილუზიით, თითქოს უკვე იქ ვართ და ვერასოდეს ჩავწვდეთ ი...
იხილეთ სრულად
ვიდრე არ გავაცნობიერებთ იმას, რომ ღვთის სასუფევლის გარეთ ვიმყოფებით და იმისათვის, რომ იქ შეგვიშვან, საჭიროა კარზე დავაკაკუნოთ, შეიძლება, მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდეთ იმ ილუზიით, თითქოს უკვე იქ ვართ და ვერასოდეს ჩავწვდეთ იმ სიღრმეს, სადაც ღვთის სამეუფო გაიხსნება მთელი თავისი მშვენიერებით, მთელი თავისი სიმართლით, მთელი თავისი დიდებულებით.
ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისაგან, მეორე უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩ...
იხილეთ სრულად
ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისაგან, მეორე უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩილების შემდეგ მიიღწევა.