სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი გლოვისა საკუთარ ცოდვებზე. ყველაზე მეტად ჩვენ ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ვერ ვპოულობთ მას, რადგან იგი თვინიერებისა და უბოროტობის შედეგია. “...ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გული...
იხილეთ სრულად
სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი გლოვისა საკუთარ ცოდვებზე. ყველაზე მეტად ჩვენ ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ვერ ვპოულობთ მას, რადგან იგი თვინიერებისა და უბოროტობის შედეგია. “...ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი” (მათ. 11, 29). აი, ხომ ხედავთ, უფალი გვთავაზობს ვისწავლოთ მისგან არა შრომისმოყვარეობა, არა მოთმინება ან სხვა თვისებები და სათნოებანი, არამედ, პირველ რიგში, სიმშვიდე და გულის სიმდა...
სიმშვიდე არის გონების ისეთი წყობა, როდესაც ადამიანი ერთნაირია მაშინაც, როდესაც მას პატივს სცემენ და მაშინაც, როდესაც მას არ სცემენ პატივს და ყოველთვის გულწრფელად ლოცულობს თავისი შეურაცხმყოფელისათვის.
საჭიროა ყველა საშუალებით ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და შეურაცხყოფისაგან არ აღვშფოთდეთ, არამედ გადავიტანოთ იგი აუღელვებლად ისე, როგორც მოვიქცეოდით მაშინ, როცა შეურაცხყოფა ჩვენ არ გვეხება. ასეთ წვრთნას შეუძლია ჩვენს ...
იხილეთ სრულად
საჭიროა ყველა საშუალებით ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და შეურაცხყოფისაგან არ აღვშფოთდეთ, არამედ გადავიტანოთ იგი აუღელვებლად ისე, როგორც მოვიქცეოდით მაშინ, როცა შეურაცხყოფა ჩვენ არ გვეხება. ასეთ წვრთნას შეუძლია ჩვენს გულს სიმშვიდე მოუტანოს და აქციოს იგი სულიწმიდის სამყოფელად.
მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები. უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო. მაგრამ, შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები. მაშინ როცა, რაც ქვეყნად...
იხილეთ სრულად
მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები. უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო. მაგრამ, შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები. მაშინ როცა, რაც ქვეყნად განათლება, ძლიერება თუ წარმატებაა, ყოველი ქრისტიანობის ხელშია. აი, კიდევ ერთი მაგალითი ღმრთის სიტყვის აღსრულებისა (I, 524-525).
თუკი რომელიმე თქვენთაგანი დღის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებს სიმშვიდეს და სიყვარულს მოყვასის მიმართ, იჩხუბებს ან კი რაიმე უსიამოვნო შეგრძნებები შეიპყრობს, მზის ჩასვლამდე დაიცხროს გული და შენდობა ითხოვოს მისგან.
ვინც გრძნობს, რომ მას ბევრი კეთილი უქმნია და არ იფიქრებს, რომ ის ყველაზე უკანასკნელია, ის ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებს ვერცერთ თავის კეთილ საქმეთაგან.
ბევრი აღასრულე თუ ცოტა, შენი წოდებით, ღვთის სადიდებლად, თავს ნუ იმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: “არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა”.
თ. 15, 10