ვისაც ღვთის წინაშე თავი წმიდად მიაჩნია, ის არაწმიდაა, თუნდაც ყოველ კაცზე უწმიდესი იყოს; წინააღმდეგ ამისა, ვინც თავის თავს ყოველ კაცზე უკანასკნელად თვლის, ის შეიქმნება მართალი.
ისწავლე თავმდაბლობა და ყველა საქმე კარგად წაგივა. ვინც დათმობს, ის უფრო მეტს შეიძენს. ღვთის შიშის და თავმდაბლობის ჩაგონების გარეშე, როგორც არ უნდა ამეცადინო ბავშვები კეთილზნეობისა და კეთილმოწყალების ცხოვრების ჩამოყალიბებაში, სასურ...
იხილეთ სრულად
ისწავლე თავმდაბლობა და ყველა საქმე კარგად წაგივა. ვინც დათმობს, ის უფრო მეტს შეიძენს. ღვთის შიშის და თავმდაბლობის ჩაგონების გარეშე, როგორც არ უნდა ამეცადინო ბავშვები კეთილზნეობისა და კეთილმოწყალების ცხოვრების ჩამოყალიბებაში, სასურველ ნაყოფს ვერ მიიღებ.
ისტორიულადაც მრავალი მაგალითია, როცა უფლის მოიმედე მისი სიმართლით, თავად უფალსვე შუადღის მზესავით ნათელი გაუხდია ადამიანთა წინაშე და სიმდაბლით დამთმენი უმეტეს პატივში აღუდგენია.
ისე მიილტვოდე სიმდაბლისკენ, როგორც მისი მოტრფიალე. შეიყვარე სიმდაბლე და ის განგადიდებს შენ. და ასე, მშვენიერად მიეახლები ჭეშმარიტ დიდებას - დიდებას ანგელოზებისა და თვით ღმერთის წინაშე; ანგელოზების წინაშე ქრისტე თავის მოწაფედ აღგია...
იხილეთ სრულად
ისე მიილტვოდე სიმდაბლისკენ, როგორც მისი მოტრფიალე. შეიყვარე სიმდაბლე და ის განგადიდებს შენ. და ასე, მშვენიერად მიეახლები ჭეშმარიტ დიდებას - დიდებას ანგელოზებისა და თვით ღმერთის წინაშე; ანგელოზების წინაშე ქრისტე თავის მოწაფედ აღგიარებს შენ და განგადიდებს, თუკი მისი სიმდაბლის მიმბაძველი გახდები: “ისწავეთ ჩემგან, - ამბობს იგი, - რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი” (მათ. 11, 29); რამეთუ მისი არს დიდება და სიმტკიცე...
თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, უკურნებელს საბრხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე ყოვლად კეთილად უნდა შერაცხო და მიიღო; და თუ სიმდაბლეს არ მიიღებ და ბოროტად შერაცხ, შენ ქრისტეც ბოროტად შეგირაცხია, ამისთვის რომ სიმდაბლე...
იხილეთ სრულად
თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, უკურნებელს საბრხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე ყოვლად კეთილად უნდა შერაცხო და მიიღო; და თუ სიმდაბლეს არ მიიღებ და ბოროტად შერაცხ, შენ ქრისტეც ბოროტად შეგირაცხია, ამისთვის რომ სიმდაბლე მისი ნაყოფი არის, და თუ ნაყოფს ბოროტად შერაცხ, შენგან ისიც ბოროტად შერაცხილი იქმნება, თქმისაებრ: “ხე ნაყოფთაგან საცნაურ არს”. მიხედე კეთილად განსჯით თქმულის სიტყვის ძალს: სიმდაბლის განგდებით და შეურაცხებით, ქრისტეც შენგ...
თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და უფლის მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვდირებს.
თუკი ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი სამშვინველითა და მთელი სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
ნუ ისირცხვილებთ თუ მშობლებისაგან რაიმე ნაკლოვანება დაგყვათ, მაგრამ ნურც მემკვიდრეობითი სათნოებებით იამაყებთ, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ იმას შეგვეკითხება, თუ როგორ იმუშავა თითოეულმა ჩვენგანმა თავის ძველ კაცზე.
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახ...
იხილეთ სრულად
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახეში ებმებიან. მადლისმიერ შეგრძნებებს ღმერთი მაშინ ანიჭებს ადამიანს, როდესაც მათ გული ვნებებისგან აქვთ განწმენდილი. ასეთ მდგომარეობაში წმიდა მამები იყვნენ, ხოლო ჩვენ ცოდვილთ ლოცვა გვმართებს სინანულით. ვნებებთან ბრძოლაში შ...