მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად...
იხილეთ სრულად
მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას თუ ბერად აღკვეცას აიძულებენ.ლონდონში მრავალი წელი მსახურობდა მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი), რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. აი, რას წერს იგი...
ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფლება და ვალდებულნი ვართ, ვისწავლოთ თავისუფალ მოქალაქეთა მსგავსად აზროვნება და მოქმედება. ამასთან უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გაქცევა თავისუფლებისაგან არის გაქცევა ღვთისაგან, რადგან უფალი სულია, ხოლო სადაც არ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფლება და ვალდებულნი ვართ, ვისწავლოთ თავისუფალ მოქალაქეთა მსგავსად აზროვნება და მოქმედება. ამასთან უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გაქცევა თავისუფლებისაგან არის გაქცევა ღვთისაგან, რადგან უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორინ. 3,17).
ადამიანი სუფთა ფურცელი არ არის, რომელზეც ამა თუ იმ კულტურისათვის სასურველ ნიშნებს დაწერ. მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მისთვის მიუღებელი სოციალური თუ კულტურული სისტემების ძლიერ ზეგავლენასაც კი
შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი. მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სი...
იხილეთ სრულად
შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი.მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.