სიყვარული ღმრთისა დიდი და პირვეოლი მცნებაა ქრისტეს მოძღვრებისა და საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა. ამიტომაც უნდა ვზრუნავდეთ, რომ იგი არ შეირყეს ჩვენში და მასთან ერთად ჩვენი სულიერი ცხოვრებაც.
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვას...
იხილეთ სრულად
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს, ქრისტიანი ვერ იქნები.
სიყვარულის საქმეები დროის საზღვარს სცილდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი პასიურია. მოვალეობის საქმეები შემოსაზღვრულია მოვლენებითა და სიტუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი შემოქმედებითია.
ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნობ ბევრი მოვლენის რეალობას, რომელნიც ადამიანური ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან.
ქრისტიანული სიყვარულის მიზანი ქვეყნიური ცხოვრების საზღვრებს სცილდება; ის თავისთავად ღვთის სასუფევლიდან გამომავალი სხივია, იგი განმსჭვალავს და გასცდება მიწიერი სამყაროს ყოველგვარ საზღვარსა და პირობითობას, რამდენადაც მისი მამოძრავებ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სიყვარულის მიზანი ქვეყნიური ცხოვრების საზღვრებს სცილდება; ის თავისთავად ღვთის სასუფევლიდან გამომავალი სხივია, იგი განმსჭვალავს და გასცდება მიწიერი სამყაროს ყოველგვარ საზღვარსა და პირობითობას, რამდენადაც მისი მამოძრავებელი ძალა, ისევე როგორც მისი მიზანი და როგორც მისი მწვერვალი არის ღმერთში; და ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მარადიული და ყოვლისშემცვალებელი გამარჯვება ამ ქვეყანაში, რომელიც “ბოროტებაზედ ძევს”, ეს სიყვარულის გამარჯვებაა.
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარამართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანები სათნოებითა და ღირსებით სხვებზე აღმატებულნი უნდა იყვნენ. ისინი არიან ნათელნი სოფლისა, თესლი წმიდა, ერი რჩეული, მადლი ქვეყნისა. მოყვასთა და მეგობართა სიყვარული წარამართებმაც და ებრაელებმაც იცოდნენ. ქრისტიანმა კი მტერიც უნდა შეიყვაროს და ამით დაამტკიცოს, რომ ზნეობრივად ყველაზე მაღლა დგას.
უფლისადმი სიყვარული ისეთია, რომ სურს ყველა ადამიანი გადარჩეს და მარადიულად იყოს მასთან ზეცად, უცქიროს მის დიდებას. ამ დიდებას სრულიად ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ სულიწმიდით ნაწილობრივ შევიმეცნებთ. ვინც არ შეიმეცნა სულიწმიდა, იგი ვერ ...
იხილეთ სრულად
უფლისადმი სიყვარული ისეთია, რომ სურს ყველა ადამიანი გადარჩეს და მარადიულად იყოს მასთან ზეცად, უცქიროს მის დიდებას. ამ დიდებას სრულიად ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ სულიწმიდით ნაწილობრივ შევიმეცნებთ. ვინც არ შეიმეცნა სულიწმიდა, იგი ვერ გულისხამჰყოფს ამ დიდებას, მხოლოდ სწამს აღთქმა უფლისა და იცავს მცნებებს მისას. მაგრამ ისინიც ნეტარნი არიან, როგორც უთხრა უფალმა მოციქულ თომას. (იოან. 20, 29) და იქმნებიან ისინი თანაბარნი იმათი, რომელთაც ჯერ კიდევ აქ იხილე...
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. ...
იხილეთ სრულად
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავმ...
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოწაფეებთან საუბარში ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთ უცილობელ მცნებად დაუდვა ურთიერთსიყვარული: “ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე 13, 35).
ურთიერთსიყვარული...
იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოწაფეებთან საუბარში ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთ უცილობელ მცნებად დაუდვა ურთიერთსიყვარული: “ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე 13, 35).
ურთიერთსიყვარული ზრუნვაა ურთიერთსარგებლობაზე, ვის, სადაც, როდის და რამდენიც ძალუძს. ესაა ჭეშმარიტი სიყვარულის ნიშანი, რომ მას არ შეუძლია გულგრილი იყოს იქ, სადაც შემთხვევა ეძლევა სარგებლობა მოუტანოს და ასიამოვნოს საყვარელი პიროვნება.