ამგვარად, სულიერი ხედვის შესაძენად, სიბრმავის, სიცრუისა და ზნედაცემულობისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა იმ ძირითადი მართლმადიდებლური ცნებით გამოხატული შინაგანი განწყობილება მივიღოთ, როგორიცაა სინანული და მორჩილება.
აზრი, რომ გრძნობადი ხედვა თითქოს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს შეიცავს, მცდარია. გრძნობადი ხედვა სულიერის გარეშე არ იძლევა სათანადო ცოდნას სულების შესახებ; უფრო დასაშვებია ყველაზე მცდარ გაგებამდე მისვლა და ეს უფრო მეტად გამოუც...
იხილეთ სრულად
აზრი, რომ გრძნობადი ხედვა თითქოს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს შეიცავს, მცდარია. გრძნობადი ხედვა სულიერის გარეშე არ იძლევა სათანადო ცოდნას სულების შესახებ; უფრო დასაშვებია ყველაზე მცდარ გაგებამდე მისვლა და ეს უფრო მეტად გამოუცდელებს, თავის თავზე დიდი წარმოდგენით და დიდების მოყვარეობით დასნეულებულებს ეძლევათ. სულიერ ხილვას მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები აღწევენ, ხოლო გრძნობად ხედვას უფრო ხშირად ბიწიერი ცხოვრებისაკენ მიდრეკილი ადამიანები.
ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა.
ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი...
იხილეთ სრულად
ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა.
ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი მარადიული ღვთიური ალისა, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ასე უბადრუკად და საცოდავად არსებობს დედამიწაზე, მწერთა და ცხოველთა შორის, ამ ალით ის ზეცასა და მარადისობას უკავშირდება.
ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს.
წმიდანები!.. რადგანაც ისინი ხორციელი ბუნების არიან, მათთვის უცხო არ არის ცოდვები. მატ იციან ცოდვა, ცოდვის სიმძიმე. ის, თუ რას განიცდის და როგორ იტანჯება ცოდვილი. ამას წმიდანები სხვისი ნათქვამით კი არ განიცდიან, არამედ საკუთარი გამ...
იხილეთ სრულად
წმიდანები!.. რადგანაც ისინი ხორციელი ბუნების არიან, მათთვის უცხო არ არის ცოდვები. მატ იციან ცოდვა, ცოდვის სიმძიმე. ის, თუ რას განიცდის და როგორ იტანჯება ცოდვილი. ამას წმიდანები სხვისი ნათქვამით კი არ განიცდიან, არამედ საკუთარი გამოცდილებით. მათ თავადაც აქვთ ჩანადენი ცოდვები და ვინაიდან ღმერთმა აპატია მათ ცოდვები და იციან შენდობის სიხარული, ერთი სული აქვთ დაეხმარონ ცოდვილებს, თან ისინი მოვალენიც არიან, მიუტევონ ცოდვილს, რადგან მათაც მიუტევა ღმერთმ...
წმიდანები არამარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმიდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმი...
იხილეთ სრულად
წმიდანები არამარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმიდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმიდანები კი ამზადებენ მათ სასუფევლისათვის. ადამიანთა მოდგმაში წმიდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები, რომლებმაც სამოთხისაკენ მიმავალი გზა უწყიან, როგორ გაიყვანონ წუთისოფლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ ცათა სა...
დაე, იფხიზლოს შენმა სულიერმა თვალმა და დაიცვას მიმოფანტვისგან, როგორც ხორციელი საგრძნობელი, უმთავრესად კი თვალი, ასევე სულიერიც, განსაკუთრებით კი გონება დაიცვას გაღიზიანებისგან. რადგანაც გრძნობების საშუალებით შემოდის ადამიანში სულ...
იხილეთ სრულად
დაე, იფხიზლოს შენმა სულიერმა თვალმა და დაიცვას მიმოფანტვისგან, როგორც ხორციელი საგრძნობელი, უმთავრესად კი თვალი, ასევე სულიერიც, განსაკუთრებით კი გონება დაიცვას გაღიზიანებისგან. რადგანაც გრძნობების საშუალებით შემოდის ადამიანში სულიერ სნეულებათა შხამიანი მიკრობები, რის შედეგადაც დაუდევარი ქრისტიანი თანდათან მრავალი დაავადებით სნეულდება და თავისი უკვდავი სულის ფასდაუდებელ სიჯანსაღეს კარგავს.
გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გ...
იხილეთ სრულად
გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გარედან მოსული აზრების და შეგრძნებების, გააზრება და განცდა. ჩვენი სულიერი ხედვა შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც აზრების, განცდებისა და ზრახვების შეფასებისა და სწორად განმარტების უნარი. სახელდობრ ამ უნარს ჩვენ არ ვფლობთ. ჩვე...
გინდათ თქვენი სულის ფასი იცოდეთ? შეხედეთ გამოსყიდვის ფასს. არა მთელი ქვეყნის ოქრო, მთელი ქვეყანაც კი, იმ ყველაფრით, რაც კი მასშია, არამედ თავად უფალი იყო ჩვენი გამოსყიდვის ფასი.
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ადამიანის სულის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება ყოველგვარ სხეულსა თუ სამშვინველს, სულ ერთია, ვისშიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, მე ვიტყვი, რომ იგი მშვენივრად არის მოწყობილი; ხოლო სულის ს...
იხილეთ სრულად
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ადამიანის სულის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება ყოველგვარ სხეულსა თუ სამშვინველს, სულ ერთია, ვისშიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, მე ვიტყვი, რომ იგი მშვენივრად არის მოწყობილი; ხოლო სულის სასჯელში ყოფნიდან აღმოცენდებიან ოდენ სიმშვენიერის სხვა სახეები, რადგან არის რა ამ ბედკრულ მდგომარეობაში, სული იქ კი არ იმყოფება, სადაც ყოფნა ნეტარ სულებს შეჰფერით, არამედ იქ, სადაც სამარადისო ყოფნა უბედურ სულთათვის განუჩე...