თუ გსურს ისაუბრო ან ისმინო ღმერთის შესახებ, განუდექ საკუთარ სხეულს, ხორციელ გრძნობებს, დაუტევე მიწა, ზღვა, ჰქმენ ისე, რომ ჰაერი შენს ქვემოთ აღმოჩნდეს; განვლე წელიწადის დროთა თანმიმდევრობა და დედამიწის მშვენებანი; ასცდი ეთერს, მოიხ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ისაუბრო ან ისმინო ღმერთის შესახებ, განუდექ საკუთარ სხეულს, ხორციელ გრძნობებს, დაუტევე მიწა, ზღვა, ჰქმენ ისე, რომ ჰაერი შენს ქვემოთ აღმოჩნდეს; განვლე წელიწადის დროთა თანმიმდევრობა და დედამიწის მშვენებანი; ასცდი ეთერს, მოიხილე ვარსკვლავნი, მათი სილამაზე, სიდიადე, მათგან ბოძებული სიკეთე, კეთილწყობა, სინათლე, მდებარეობა, მოძრაობა, რაც აკავშირებთ და განაშორებთ მათ. შემდეგ დაივიწყე ეს ყოველივე, გონებით მიმოიარე ცა, ასცდი მას და ფიქრებით მიმოიხ...
თავისი მრავალმოთმინებისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო უფალი დიდი ხნის განმავლობაში გვაფრთხილებს და გვემუქრება ხოლმე, ვიდრე ნამდვილ სასჯელს მოგვივლენდეს.
თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდ...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდან და ტირის. როგორც განიცდის ბავშვი, როდესაც დედისგან შორს იმყოფება, ასევე განიცდის და იტანჯება ადამიანი, როცა ღმერთს შორდება. ღვთისგან განდგომილი ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას გრძნობს. ეშმაკმა მოახერხა ადამიანები ისე დაეშო...
თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებს ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს.
რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს.
იხილეთ სრულად
თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებს ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს.
რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს.
ძალას შენსას უჩვენებ მას, ვისაც არ სწამს შენი ყოვლადძლიერება და შენს არმცნობელს კადნიერებაში ამხელ.
მაგრამ მფლობელი ძლიერებისა ლმობიერად განსჯი და გვმართავ ჩვენ დიდი მოთმინებით, რადგან ძლიერების გამოჩენა შენს ნებაზეა.
თ. 11-12
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმაჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვ...
თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისაკენ მოიქცეს, მეორე კი - საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან ადამიანის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ, ანუ ადამიანის...
იხილეთ სრულად
თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისაკენ მოიქცეს, მეორე კი - საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან ადამიანის სრულ უარყოფას გულისხმობს. მხსნელ, ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას ღმერთი იმისთვის მიმართავს, რომ გამოასწოროს, იხსნას და განადიდოს ვნებული ადამიანი, ანდა მისი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც შთაუნერგოს საღმრთო მოშურნეობა და კეთილმსახურება, თავისი განდიდებისათვის განაწ...
თუ ინებებს უფალი თავისი ძალის სიუხვის გამოჩენას, მაშინვე შეუძლია უწყალო გული გადააქციოს მოწყალედ, როგორც წერია ყოველივე ეს დანიელის წიგნში: "და მისცა ღმერთმა დანიელს წყალობა და შეწყნარება წინაშე საჭურისთ მთავრისა" (დან. 1, 9).
მამამ ისე შეგვიყვარა ჩვენ, რომ თავისი ძე მოგვცა ჩვენ. მაგრამ, თვითონ ძემაც მოინდომა, განკაცნა და ცხოვრობდა ჩვენთან, დედამიწაზე. წმიდა მოციქულებმა და მრავალმა ადამიანმა იხილეს უფალი სხეულში, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო იგი, როგორც ღმ...
იხილეთ სრულად
მამამ ისე შეგვიყვარა ჩვენ, რომ თავისი ძე მოგვცა ჩვენ. მაგრამ, თვითონ ძემაც მოინდომა, განკაცნა და ცხოვრობდა ჩვენთან, დედამიწაზე. წმიდა მოციქულებმა და მრავალმა ადამიანმა იხილეს უფალი სხეულში, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო იგი, როგორც ღმერთი. მე კი, ცოდვილს, მომეცა შემეცნება, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. უფალს უყვარს ადამიანი და ეცხადება მას, როგორც თვითონ ინებებს. როცა სული იხილავს უფალს, მორჩილებით უხარია მეუფის გულმოწყალება და ყველაფერზე და ყველაზე მ...
მამა და ძე ერთნი არიან არა იმ აზრით, თითქოს ერთი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, რომლებიც ერთ რამეს შეადგენენ, და არც იმ აზრით, რომ ერთი რამ თითქოს ორი სახელით იყოს წოდებული. პირიქით, რიცხვით ორნი იმიტომ არიან, რომ მამა მამაა და არა ძე,...
იხილეთ სრულად
მამა და ძე ერთნი არიან არა იმ აზრით, თითქოს ერთი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, რომლებიც ერთ რამეს შეადგენენ, და არც იმ აზრით, რომ ერთი რამ თითქოს ორი სახელით იყოს წოდებული. პირიქით, რიცხვით ორნი იმიტომ არიან, რომ მამა მამაა და არა ძე, და ძეც ძეა და არა მამა; ბუნება კი ერთია და თუ ძე სხვაა თავისი შობით, იგი ერთია მამისა თავისი ღმრთაებით. მამა და ძე ორნი არიან და ამასთანავე ერთიც, ანუ ეს არის განუყოფელი და განუსხვავებელი ერთიანობა ღმრთაებისა.