ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის დაკარგავ, მოპოვებულია; ყოველივეს, რასაც საკუთარი თავისათვის შეინახავ, დაკარგულია.
ყველაფერი, რასაც ღვთის სახელით გასცემ, ასმაგად აგინაზღაურდება; ყოველივე, რასაც შენი სახელისა და პატივმოყვარე...
იხილეთ სრულად
ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის დაკარგავ, მოპოვებულია; ყოველივეს, რასაც საკუთარი თავისათვის შეინახავ, დაკარგულია.
ყველაფერი, რასაც ღვთის სახელით გასცემ, ასმაგად აგინაზღაურდება; ყოველივე, რასაც შენი სახელისა და პატივმოყვარეობისათვის გაიღებ, დაკარგულია.
ყოველივე, რასაც მიიღებ ადამიანთაგან უფლის სახელით, სიხარულს მოგანიიჭებს; ყოველივე, რასაც ადამიანთაგან ჯილდოს სახით მიიღებ, მხოლოდ საზრუნავს გაგიმრავლებს.
ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება მათ, რადგანაც ის არის ღმერთი და ცხოვრება ყველასი: მორწმუნეთა და ურწმუნოთა; მართალთა და ცოდვილთა; უვნებელთა და ვნებაში დანთქმულთა; ღვთისმსახურთა და ურჯულოთა; ერისკაცთა და მონაზონ...
იხილეთ სრულად
ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება მათ, რადგანაც ის არის ღმერთი და ცხოვრება ყველასი: მორწმუნეთა და ურწმუნოთა; მართალთა და ცოდვილთა; უვნებელთა და ვნებაში დანთქმულთა; ღვთისმსახურთა და ურჯულოთა; ერისკაცთა და მონაზონთა; ბრძენთა და უსწავლელთა; ჯანმრთელთა და სნეულთა; ჭაბუკთა და მოხუცებულთა. რადგან, როგორც სინათლე, როგორც მზე და ჰაერის ცვალებადობა ერთნაირია ყველასთვის, ასევე იგი მაცხოვნებელია ყოველთა და ყოველივე ამის ჩვენთვის მომნიჭებე...
ღმრთისმსახურებისას სასარგებლოა მოკლე ლოცვის ხშირი თქმა გულში, ვინაიდან ის ხელს უწყობს ბეჯითად ყურისგდებას, გაფანტულობისგან იჭერს გონებას, აუჩქარებელი ლოცვისას შესაძლებელია ყურადღების მოკლება, ხოლო სწრაფად კითხვისას გულისყური არ არ...
იხილეთ სრულად
ღმრთისმსახურებისას სასარგებლოა მოკლე ლოცვის ხშირი თქმა გულში, ვინაიდან ის ხელს უწყობს ბეჯითად ყურისგდებას, გაფანტულობისგან იჭერს გონებას, აუჩქარებელი ლოცვისას შესაძლებელია ყურადღების მოკლება, ხოლო სწრაფად კითხვისას გულისყური არ არის.
ღმრთის განგება მიუწვდომელია ჩვენ ცოდვილთათვის. ვერცერთი გონება ვერ მისწვდება და ნურც ვეცდებით გამოვიძიოთ, თუ ვის როგორ ჯვარს უმზადებს ღმერთი. თუკი ვინმე გაგვკიცხავს და აუგს იტყვის ჩვენზე, ნუ აღვშფოთდებით და ნუ განვიკითხავთ, არამედ...
იხილეთ სრულად
ღმრთის განგება მიუწვდომელია ჩვენ ცოდვილთათვის. ვერცერთი გონება ვერ მისწვდება და ნურც ვეცდებით გამოვიძიოთ, თუ ვის როგორ ჯვარს უმზადებს ღმერთი. თუკი ვინმე გაგვკიცხავს და აუგს იტყვის ჩვენზე, ნუ აღვშფოთდებით და ნუ განვიკითხავთ, არამედ ვილოცოთ, რომ ღმერთი შეეწიოს და იხსნას იგი განსაცდელისა და იწროებისაგან.
შენ ვიღაცას ჰკითხე: "სად არის ღმერთი?" გიპასუხეს: "ღმერთი შენშია". გაკვირვებული ხარ ასეთი სიტყვებით, ეს რანაირადაა შესაძლებელი? დაახლოებით ისევე, როგორც სინათლე ოთახში ანდა ცეცხლი ღუმელში. ოდესმე შეიგრძნობ საკუთარ თავში უფალს და შ...
იხილეთ სრულად
შენ ვიღაცას ჰკითხე: "სად არის ღმერთი?" გიპასუხეს: "ღმერთი შენშია". გაკვირვებული ხარ ასეთი სიტყვებით, ეს რანაირადაა შესაძლებელი? დაახლოებით ისევე, როგორც სინათლე ოთახში ანდა ცეცხლი ღუმელში. ოდესმე შეიგრძნობ საკუთარ თავში უფალს და შეიცნობ, რომ იგი შენშია, მაგრამ ეს სხვისთვის ძნელი ასახსნელი იქნება. ბუნებაში ხატებასა და შედარებებს დაუწყებ ძებნას და ისევე იტყვი, როგორც მე გეუბნები: უფალი ჩემშია, მსგავსად სინათლისა სახლში, ან ცეცხლისა ღუმელში, ჰაერისა...
შემოქმედი ღმერთი მთელს თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით, ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა -დემონთა მ...
იხილეთ სრულად
შემოქმედი ღმერთი მთელს თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით, ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა -დემონთა მეშვეობითაც იქმს, რაც ჩვენთვის საღმრთო წერილიდან არის ცნობილი, მართალი იობისა და ღორების კოლტის ამბებიდან.
შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ და სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებულ...
იხილეთ სრულად
შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ და სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებული აქვს სწორედ მისგან - ყოვლადწმიდა სამებისაგან და მის მიერვე წარემართება ესოდენ მწყობრი წესრიგითა და სიმშვენიერით. ამასთან, ეს იმგვარად კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქმნილების ნაწილი მამის მიერ იყოს შექმნილი, ნაწილი ძის მიე...
ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვნებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ჩვენ ეს კავშირი დავკარგეთ. მაგრამ მოვიდა ღმერთი განხორციელებული - ძე ღმრთისა მხოლოდშობილი და თავის იპოსტასში დაცემული კაცობრივი ბუნება ღმერთთ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვნებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ჩვენ ეს კავშირი დავკარგეთ. მაგრამ მოვიდა ღმერთი განხორციელებული - ძე ღმრთისა მხოლოდშობილი და თავის იპოსტასში დაცემული კაცობრივი ბუნება ღმერთთან შეაერთა, ყველა მორწმუნე თავის თავთან გააერთიანა და ამით ღმერთს შეუერთა.
ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ღმერთი ერთადერთია განუმეორებელი და შემოქმედების აქტი, ღვთის სიყვარულის აქტი არის ღვთის ნების აქტი, იმ გაგებით, რომ მოუწოდებს ყველაფერს, რაც კი არსებობს, ყოფნისკენ. მაგრამ ის მოქმედებს არა როგორც მბრძანე...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ღმერთი ერთადერთია განუმეორებელი და შემოქმედების აქტი, ღვთის სიყვარულის აქტი არის ღვთის ნების აქტი, იმ გაგებით, რომ მოუწოდებს ყველაფერს, რაც კი არსებობს, ყოფნისკენ. მაგრამ ის მოქმედებს არა როგორც მბრძანებელი, რომელიც ყველა ქმნილებას უბრძანებს გამოცხადდნენ მის წინაშე, არამედ როგორც მოყვარული მამა და უკეთესი იქნებოდა გვეთქვა, როგორც ცოცხალი სიყვარული, რომელიც მოუწოდებს ქმნილებას ყოფიერებაში, მისთვის, რომ აზიაროს თავის ცხო...