ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ევროპისაგან ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ვიმეორებ, არ უნდა დავკარგოთ ის ჩვენი ტრადიციული კულტურა, რაც ჭეშმარიტად ღირებულია და ამასთან მათთვისაც მისაბაძია და დასაფასებელი.
მთავარია, ჩვენ თვითონ დავიწყოთ შრომა და ვიზრუნოთ იმაზე, რათა ღირსნი გავხდეთ უფლის წყალობისა, და იესო ქრისტეს იმედმიხდილ, დაუძლურებულ მოწაფეთა მსგავსად, აღგვადგინოს, განგვაცხოველოს და განგვაბრწყინოს უფლის მადლმა და ძალამ.
სახელმწიფოში, სადაც მექანიკურად იმეორებენ სხვათა ნააზრევს, სხვათა ფორმულებს, ვიღებთ უსულო, დაშტამპულ, სიცოცხლის უნარდაკარგულ საზოგადოებას, რომელიც აუცილებლად დეგრადაციისთვისაა განწირული. ეს აქსიომაა.
ყველა ქვეყანას საკუთარი დემოკრატიული წყობა უნდა ჰქონდეს, დაფუძნებული ეროვნულ ტრადიციებზე, კულტურაზე, აზროვნებაზე...
ქრისტიანი თუნდაც პატიმარი იყოს, ან დევნილი, ან მძიმედ სნეული, თუნდაც შვილმკვდარი მშობელი, ყოველდღიურ ლოცვებში ამბობს: "გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის, არა თანაწარმწყმიდე უსჯულო... იხილეთ სრულად