ადამიანი გაუძლებს მატერიალურ-ტექნიკურ შემოტევას, თუ იგი რწმენას, სიყვარულს, ადამიანებთან კეთილ დამოკიდებულებას, მაღალ ინტელექტსა და კულტურას შეინარჩუნებს.
აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ ადამიანი შინაგანი განვითარების რა პოტენციალს ფლობს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი ისე, რომ არ შევზღუდოთ ღვთის მიერ კაცისთვის მონიჭებული თავისუფალი ნება, რომლის გარეშე როგორც მატერიალურ-ტექნიკურ...
იხილეთ სრულად
აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ ადამიანი შინაგანი განვითარების რა პოტენციალს ფლობს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი ისე, რომ არ შევზღუდოთ ღვთის მიერ კაცისთვის მონიჭებული თავისუფალი ნება, რომლის გარეშე როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე სულიერი წინსვლა ვერ განხორციელდება.
უნდა ვეცადოთ, აღვზარდოთ ადამიანი შემოქმედებითად, ისე, რომ იგი გრძნობდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, აღიქვამდეს ჩვენს სახლს, დედამიწას, როგორც ერთიანს, მთლიანს, რომლის ჭერქვეშ ყველამ მშვიდობიანად უნდა იცხოვროს.
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში.