როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმინდა მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები, როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვ...
იხილეთ სრულად
როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმინდა მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები, როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვარი? ღმერთს უნდა ისეთები გაგვხადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე, ან ბურთი, რომლითაც თამაშობენ
ხშირად შეჰღაღადე შენს მამას, რომელიც მუდამ შენს გვერდითაა და არასდროს გტოვებს. იგი უფრო ახლოსაც კია, ვიდრე შენი გონების მოძრაობა: იგი შენს სუნთქვაშია, შენს გონებაში, შენს სიტყვაში. ღმერთი ყველაფერს იტევს. ჩვენ, გლახაკნი და უგუნურნ...
იხილეთ სრულად
ხშირად შეჰღაღადე შენს მამას, რომელიც მუდამ შენს გვერდითაა და არასდროს გტოვებს. იგი უფრო ახლოსაც კია, ვიდრე შენი გონების მოძრაობა: იგი შენს სუნთქვაშია, შენს გონებაში, შენს სიტყვაში. ღმერთი ყველაფერს იტევს. ჩვენ, გლახაკნი და უგუნურნი, მისით ვცოცხლობთ, იგი გვატარებს თავისი უბით, მამაშენი აქაა, მუდამ გხედავს. შენ კი რატომ ვერ ხედავ მას? სცოდავ? რატომ არ უგდებ ყურს? რატომ ამწუხრებ ცხოვრების მომცემელს? თუმცა კი გხედავს, ნაღვლობს, მაგრამ თვალს გარიდებს,...
ყოველ განსაცდელსა თუ გასაჭირში მოთმინება გმართებს, და იგია მათზე გამარჯვება. აღნიშნე იმათი სახელები, ვინც განსაცდელის ჟამს სიკვდილამდე დაითმინა, როცა ნერწყვი სისხლად ექცეოდათ პირში, რათა ხმა არ გაეღოთ. მათ მიმართ იქონიე დიდი მოწიწ...
იხილეთ სრულად
ყოველ განსაცდელსა თუ გასაჭირში მოთმინება გმართებს, და იგია მათზე გამარჯვება. აღნიშნე იმათი სახელები, ვინც განსაცდელის ჟამს სიკვდილამდე დაითმინა, როცა ნერწყვი სისხლად ექცეოდათ პირში, რათა ხმა არ გაეღოთ. მათ მიმართ იქონიე დიდი მოწიწება და პატივი მიაგე, როგორც მოწამეებსა და აღმსარებლებს. ისინი და მათი მსგავსნი მიყვარს, მათ ვეამბორები და მათ გამო ყოველდღე უკანასკნელ წვეთამდე უნდა დავთხიო სისხლი ქრისტეს სიყვარულში. რადგან ხედავ, რომ ურჩევნია ათასჯერ მ...
ვინც შეიცნო, თუ რა არის ღმრთის ნიჭი, რომ იგი (ნიჭი) ტანჯვაა და საერთოდაც, ყოველივე ის, რაც ჩვენ განგვცდის, მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა. და ელოდება მათ (განსაცდელებს), როდის მოვლენ, რადგან მათი მეშვეობით განიწმინდება, ხოლო მოთმი...
იხილეთ სრულად
ვინც შეიცნო, თუ რა არის ღმრთის ნიჭი, რომ იგი (ნიჭი) ტანჯვაა და საერთოდაც, ყოველივე ის, რაც ჩვენ განგვცდის, მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა. და ელოდება მათ (განსაცდელებს), როდის მოვლენ, რადგან მათი მეშვეობით განიწმინდება, ხოლო მოთმინებით ნათლდება და ჭვრეტს ღმერთს
ყოველთვის სიმდაბლით მოვუხმოთ უფალს და ვევედროთ, ნუ დაუშვებს, რომ ჩვენს ძალებს აღმატებული განსაცდელები მოგვცეს, არამედ გვიხსნას ბოროტისაგან. რამეთუ, როდესაც უფალი კაცს საკუთარი თავის ამარა ტოვებს, მაშინ ეშმაკი მზად არის ფქვილი...
იხილეთ სრულად
ყოველთვის სიმდაბლით მოვუხმოთ უფალს და ვევედროთ, ნუ დაუშვებს, რომ ჩვენს ძალებს აღმატებული განსაცდელები მოგვცეს, არამედ გვიხსნას ბოროტისაგან.რამეთუ, როდესაც უფალი კაცს საკუთარი თავის ამარა ტოვებს, მაშინ ეშმაკი მზად არის ფქვილივით აღცრას იგი
ზეცათა სასუფეველი მწუხარებებით მოიპოვება. წმ. წერილი ამბობს: "განვვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებელად" (ფსალმ. 65,12)... ვისაც სურს, ღმერთს სათნო-ეყოს, წინ მრავალი ტანჯვა უდევს
მწუხარებაში ხარ, ჭირსა თუ სიმძიმილში, სნეულება გტანჯავს თუ მძიმე ფიზიკური შრომა - ყოველივესთვის რაც შენს თავს ხდება, ღმერთს მადლობდე, რამეთუ, თუკი ტანჯვას არ დაითმენ, ჯვარზე გაკვრას ვერ შეძლებ და ვერც ღმერთის მიერ მონიჭებულ მაცხოვ...
იხილეთ სრულად
მწუხარებაში ხარ, ჭირსა თუ სიმძიმილში, სნეულება გტანჯავს თუ მძიმე ფიზიკური შრომა - ყოველივესთვის რაც შენს თავს ხდება, ღმერთს მადლობდე, რამეთუ, თუკი ტანჯვას არ დაითმენ, ჯვარზე გაკვრას ვერ შეძლებ და ვერც ღმერთის მიერ მონიჭებულ მაცხოვნებელ ნაყოფთა თანაზიარი გახდები
განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება. ასე რომ, მოთმინება! და ის, რ...
იხილეთ სრულად
განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.ასე რომ, მოთმინება! და ის, რაც ახლა შენ ძნელად მისაღწევი გეჩვენება, წლების შემდეგ თავისთავად ჩაგივარდება ხელში, როგორც შენი საკუთრება და ვერ მიხვდები, თუ როგორ მოხდა ეს.ამიტომ, გაისარჯე ახლა, ახალგაზრდობაში, არ თქვა: "რატომ?" და არ მოიწყინო, და როცა დაბე...