ადამიანი ხედავს მხოლოდ სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი - გულს და სწორედ გულის სიმართლითა და სიწრფოებით განსჯის ყველას. შეიძლება კაცი, ერთი შეხედვით, კეთილ საქმეთ იქმოდეს, მაგრამ ამას ანგარება ედოს საფუძვლად, ხდება ისეც, რომ ზოგიერთის მ...
იხილეთ სრულად
ადამიანი ხედავს მხოლოდ სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი - გულს და სწორედ გულის სიმართლითა და სიწრფოებით განსჯის ყველას. შეიძლება კაცი, ერთი შეხედვით, კეთილ საქმეთ იქმოდეს, მაგრამ ამას ანგარება ედოს საფუძვლად, ხდება ისეც, რომ ზოგიერთის მიუღებელი ან გაუგებარი ქმედება სინამდვილეში უანგარო თავდადებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ჩვენს შეფასებებში შეიძლება შევცდეთ.
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრ...
იხილეთ სრულად
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრისტესთან. ამ დროს მიიღწევა ერთობა როგორც ღმერთთან, ისე მის ქმნილებებთან: ადამიანებთან ანგელოზებსა და წმიდანთა დასთან.
ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზია...
იხილეთ სრულად
ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას. ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა.
მოგმართავთ თქვენ, დაწესებულებათა ხელმძღვანელებო, ყველას, ვისაც გარკვეული თანამდებობა გიკავიათ, ნუ აიმაღლებთ თავს და იამპარტავნებთ სხვათა წინაშე თქვენი მდგომარეობით. რა იცით, რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე; იყავით მოწყალენი და შემბრა...
იხილეთ სრულად
მოგმართავთ თქვენ, დაწესებულებათა ხელმძღვანელებო, ყველას, ვისაც გარკვეული თანამდებობა გიკავიათ, ნუ აიმაღლებთ თავს და იამპარტავნებთ სხვათა წინაშე თქვენი მდგომარეობით. რა იცით, რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე; იყავით მოწყალენი და შემბრალებელნი, შემწყნარებელნი გლახაკთა და დამცირებულთა და თქვენი სიკეთის სანაცვლოდ ღვთისგან დიდ მადლსა და სიხარულს მიიღებთ.
ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც, პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთნ ერთობაში იყვნენ. თა...
იხილეთ სრულად
ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც, პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი.ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთნ ერთობაში იყვნენ.თანამედროვე ადამიანმა ეს დამოკიდებულება უხეში მომხმარებლური მიდგომით შეცვალა, რაც, თუ არ გამოსწორდა, დაღუპავს კაცობრიობას.
ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია. ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!