ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც, პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთნ ერთობაში იყვნენ. თა...
იხილეთ სრულად
ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც, პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი.ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთნ ერთობაში იყვნენ.თანამედროვე ადამიანმა ეს დამოკიდებულება უხეში მომხმარებლური მიდგომით შეცვალა, რაც, თუ არ გამოსწორდა, დაღუპავს კაცობრიობას.
ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია. ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!
ხშირად მთელ ჩვენს ძალებს ვახმართ ფუჭ და ამაო საქმეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეგოიზმს; გვავიწყდება კი, რომ ასეთი ცრუ შინაგანი სიმტკიცე დამღუპველია და პირიქით, მოყვასის სიყვარულით, ჩვენი "მე"-ს, ჩვენი ეგოისტური სურვილების უარყ...
იხილეთ სრულად
ხშირად მთელ ჩვენს ძალებს ვახმართ ფუჭ და ამაო საქმეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეგოიზმს; გვავიწყდება კი, რომ ასეთი ცრუ შინაგანი სიმტკიცე დამღუპველია და პირიქით, მოყვასის სიყვარულით, ჩვენი "მე"-ს, ჩვენი ეგოისტური სურვილების უარყოფით, ვაღწევთ უმაღლეს სულიერ სიძლიერესა და სიმტკიცეს. სულიერი აღმასვლის ამ კიბეზე მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამი...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამიანისათვის. ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება.
თუ ჩვენი ხრწნადი ბუნება წმიდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი, სულიერად მოვკვდებით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნა...
იხილეთ სრულად
თუ ჩვენი ხრწნადი ბუნება წმიდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი, სულიერად მოვკვდებით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ ძალგიძთ" (ინ. 15,4).
ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი,...
იხილეთ სრულად
ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება" (იოანე ოქროპირი), რაც განსაკუთრებით გვახასიათებს ჩვენ.