ქრისტე აღსდგა!.. აღსდგა ჯვარცმული იგი ღმერთი, რომელმაც ჰსთქვა: "ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა".
აღსდგა იგი ღმერთი, რომელმაც გვიანდერძა...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღსდგა!.. აღსდგა ჯვარცმული იგი ღმერთი, რომელმაც ჰსთქვა: "ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა".
აღსდგა იგი ღმერთი, რომელმაც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: "ამას გეტყოდი თქვენ, რათა სიხარული ჩემი თქვენთანა ეგოს და სიხარული თქვენი სავსებით იყოს. რამეთუ ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგფიყვარენ თქვენ".
აღსდგა იგი...
რით გამართლდა მეზვერე? მით, რომ მან თითონ გაიმტყუნდა თავი წინაშე ღვთისა: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკა 18.13). ამის მეტს იგი არაფერს ამბობდა. შენც კი ხშირად იტყვი, ძმაო ჩემო, ესრეთსა სიტყვასა, მაგრამ რასა გრძნობ მაშინ? ღმე...
იხილეთ სრულად
რით გამართლდა მეზვერე? მით, რომ მან თითონ გაიმტყუნდა თავი წინაშე ღვთისა: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკა 18.13). ამის მეტს იგი არაფერს ამბობდა. შენც კი ხშირად იტყვი, ძმაო ჩემო, ესრეთსა სიტყვასა, მაგრამ რასა გრძნობ მაშინ? ღმერთი სიტყვას არ მიჰხედავს, იგი განიცდის გულის გრძნობას. ჰსჩანს, რომ მეზვერემ კარგათ მოიგონა ყოველი ცუდი საქმე, ჰსჩანს, რომ იგი ფრიად შესწუხდა გულითა თვისითა, მან მოიძაგა თვისი ცოდვა, შემუსვრილითა სულითა და დამდაბლებულითა ...
ვინ არის ჩემნაირი! – რომელ სულს არ უგრძვნია თავის თავში ამგვარი მოძრაობა? მარტო იმათ კი არა, ვინც მაღალი სრულყოფილებით არიან დაჯილდოვებულნი ბუნებისაგან, ანდა ვინც თავიანთი შრომით მოასწრო გაეკეთებინა რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებ...
იხილეთ სრულად
ვინ არის ჩემნაირი! – რომელ სულს არ უგრძვნია თავის თავში ამგვარი მოძრაობა? მარტო იმათ კი არა, ვინც მაღალი სრულყოფილებით არიან დაჯილდოვებულნი ბუნებისაგან, ანდა ვინც თავიანთი შრომით მოასწრო გაეკეთებინა რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო საზოგადოებისათვის, თვითგანდიდება ყველა ასაკში, ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანში იჩენს თავს; თვალყურს ადევნებს ადამიანს განვითარების ყველა გონებრივი და ზნეობრივი ხარისხების სრულყოფით; იგი არ ემორჩილება არანაირ ...
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, ...
იხილეთ სრულად
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, ...
რისთვის გამტყუნდა ფარისეველი? (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, შდრ. ლუკა 18.10) რისთვის დასაჯა იგი სულმან წმიდამან? მისთვის, რომელ მან თვითონ გაიმართლა და აღამაღლა თავი თვისი. თუმცა არა ჰქონდა მას დიდი...
იხილეთ სრულად
რისთვის გამტყუნდა ფარისეველი? (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, შდრ. ლუკა 18.10) რისთვის დასაჯა იგი სულმან წმიდამან? მისთვის, რომელ მან თვითონ გაიმართლა და აღამაღლა თავი თვისი. თუმცა არა ჰქონდა მას დიდი სათნოება, გარნა თავი თვისი დიდად მიაჩნდა. ნაცვლად მონანებისა და შეწუხებისა მან ლოცვაში თავი თვისი აქო.
ძმაო ჩემო, ლოცვა ანუ გაამართლებს კაცს, ანუ გაამტყუნებს. შენ სდგეხარ აქ და ლოცულობ, ხოლო სული წმიდა, რომელი ისმენს ლოცვასა შენსა და გამოსცდის გულსა შენსა, მაშინვე შეადგენს განჩინებასა შენ სულზე; იგი იქავე, ანუ გაგამართლებს შენ, ან...
იხილეთ სრულად
ძმაო ჩემო, ლოცვა ანუ გაამართლებს კაცს, ანუ გაამტყუნებს. შენ სდგეხარ აქ და ლოცულობ, ხოლო სული წმიდა, რომელი ისმენს ლოცვასა შენსა და გამოსცდის გულსა შენსა, მაშინვე შეადგენს განჩინებასა შენ სულზე; იგი იქავე, ანუ გაგამართლებს შენ, ანუ გაგამტყუნებს, ანუ გაგწმენდს, ანუ დაგსჯის თვით ლოცვისა შენისაგან.
თუ თავისი კეთილი საქმეებით გაამპარტავნებული ყველაფერს ღუპავს ამით, მაშ, როგორი იქნება ამპარტავანი ცოდვილის სასჯელი? ასეთ ადამიანს უკვე სინანულიც კი არ ძალუძს.