მეცა უწყნი, ვითარმედ ღმერთმან მოგცნა ხელთა თქუენთა, არამედ არა სიყუარულისა თქუენისათვის, არცა საქმეთა თქუენთა კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისთვისცა ნათესავითა მით ურჩებისათა განგუკაფნა ჩუენ, რამეთ...
იხილეთ სრულად
მეცა უწყნი, ვითარმედ ღმერთმან მოგცნა ხელთა თქუენთა, არამედ არა სიყუარულისა თქუენისათვის, არცა საქმეთა თქუენთა კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისთვისცა ნათესავითა მით ურჩებისათა განგუკაფნა ჩუენ, რამეთუ მრავალ გზის იერუსალიმიცა მისცის უფალმან ხელთა უცხო თესლთას, რაჟამს არა ვიდოდიან იგინი გზათა მისთა; ხოლო ჩვუენდა კეთილ არს, რამეთუ დამამდაბლა მე უფალმან, რათა დავიმარხნე მცნებანი მისნი და სიმხნით დაითმენდა იგი უკეთურისა...
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან - სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ,...
იხილეთ სრულად
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან - სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება....
იხილეთ სრულად
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
ნამდვილი ბედნიერება პატივის მოპოვება და ვნებათა დაკმაყოფილება როდია, ნამდვილი ბედნიერება – კეთილმოქმედებაა. ვინც სათნო ხდება და ღვთის მცნებებს ასრულებს – ჭეშმარიტად ბედნიერია.
განკითხვა. სხვის ნაკლოვანებებზე მსჯელობისას (სულ ერთია, ეს ნაკლოვანებები ნამდვილად არსებობენ თუ მხოლოდ გვეჩვენება) კაცს თავისი თავი მასზე უკეთესი, სუფთა, ღვთისმოშიში, პატიოსანი და ჩკვიანი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვანაირ...
იხილეთ სრულად
განკითხვა. სხვის ნაკლოვანებებზე მსჯელობისას (სულ ერთია, ეს ნაკლოვანებები ნამდვილად არსებობენ თუ მხოლოდ გვეჩვენება) კაცს თავისი თავი მასზე უკეთესი, სუფთა, ღვთისმოშიში, პატიოსანი და ჩკვიანი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვანაირადაა: "ვისაც გული სუფთა აქვს, იმას ყოველი კაცი სუფთად ეჩვენება, ხოლო ვისაც გული ვნებებითა აქვს შებილჭული, იმისთვის არავინაა წმიდა, არამედ ყველა თავისნაირი ჰგონია" (მამა ესაია). ჩვენი მსჯავრი არასოდეს არის მიუკერძოებელი, ...
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეიკრიბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანთა ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ...
იხილეთ სრულად
უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეიკრიბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანთა ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ ბრალდებულთა შორის იქნებიან ყველა ჩვენი მახლობელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, ეს გარემოება კიდევ მეტად აძლიერებს ამ სამართალის ხასიათს, მას უფრო საშინელს, შემაძრწუნებელს ჰქმნის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება ც...
ქრისტეს სწავლების თანახმად ნეტარი, ანუ ბედნიერნი არიან ისინი:
ვინც ცრემლით ალტობს ლოცვებს თვისას, რათა ნუგეშინისცემული იქნეს მარადიული ნუგეშისცემით;
ვინც თვინიერია და უბოროტო, როგორც კრავი, რადგან დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს;
ვინ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს სწავლების თანახმად ნეტარი, ანუ ბედნიერნი არიან ისინი:
ვინც ცრემლით ალტობს ლოცვებს თვისას, რათა ნუგეშინისცემული იქნეს მარადიული ნუგეშისცემით;
ვინც თვინიერია და უბოროტო, როგორც კრავი, რადგან დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს;
ვინც მოწყალეა გულით და სულით, რადგან შეიწყალებს მას მარჯვენა უფლისა;
ვინც წმიდაა გულით, რადგან ხედავს მეფეს, ზეციურ მამას თვისას;
ვინც დევნილია სიმართლისათვის, ეშმაკთა და ხალხისაგან, რადგან მარადიული სიმართლის სამეფო დევნილ...