თუმცაღა ყველანი ვიტყვით, ვინც ქრისტიანედ სახელ-ვიდებით, რომ ჩვენ ქრისტიანენი ვართო, და მერმე ზედაც დავუმატებთ - მართლმადიდებელნიცაო, მაგრამ კი ყველანი სწორედ ქრისტიანენი არა ვართ. ზოგნი სახელითა ვართ ქრისტიანენი და საქმით კი - აღა...
იხილეთ სრულად
თუმცაღა ყველანი ვიტყვით, ვინც ქრისტიანედ სახელ-ვიდებით, რომ ჩვენ ქრისტიანენი ვართო, და მერმე ზედაც დავუმატებთ - მართლმადიდებელნიცაო, მაგრამ კი ყველანი სწორედ ქრისტიანენი არა ვართ. ზოგნი სახელითა ვართ ქრისტიანენი და საქმით კი - აღარა. ზოგნი მარტოდ სიტყვითა ვართ და არა ულითა და ცხოვრებითა. და ზოგთ არც კი ვიცით სწორედ, ქრისტიანობა რასა ჰქვიან. და ამაში საკვირველი და დიდი რამ განყოფილება მოჩანს. ეს სახელი - ქრისტიანე ქრისტე შემოსილსა ნიშვანს. და ქრი...
სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: - “თავის უარყოფით”. როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის...
იხილეთ სრულად
სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: - “თავის უარყოფით”. როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის, მაშინ ძვირად აღარ ფასობს. თუმცაღა, მაგალითად, თუ დაღლილი ვარ, მაგრამ გამოვდივარ, რათა გზა ვუჩვენო ვინმეს, ვინც ამას მთხოვს, ეს უკვე ძვირადღირებულია. როცა მე, წინასწარ გამოძინებული, ღამეს უძილოდ გავატარებ იქ, სადაც ჩემი...
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხი...
იხილეთ სრულად
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხიფათსაც იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია აღრეული. კარგი იქნებოდა ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანის პირადი ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცაღა ღმერთი სარგებელს ამ გა...
იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრით და სიკვდილით ისეთი ღვთიური სიყვარულის საქმე ასრულდა კაცობრიობისათვის, რომლის უმაღლესის წარმოდგენაც კი არ შეიძლება. უფროსი ამისი სიყვარული არავის აქვ, რათა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის (იოან. ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრით და სიკვდილით ისეთი ღვთიური სიყვარულის საქმე ასრულდა კაცობრიობისათვის, რომლის უმაღლესის წარმოდგენაც კი არ შეიძლება. უფროსი ამისი სიყვარული არავის აქვ, რათა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის (იოან. 15, 13). უფალმან იესო ქრისტემ სული თვისი დასდვა საშინელი ტანჯვების შემდეგ, მეგობართა და მტერთა მისთათვის, გინა მთელი კაცობრიობის ხსნისათვის, და ამრიგად შეურაცხყოფილი ღვთიური მართლმსაჯულება, წინაპართა და თითოეული ჩვენთაგა...
სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება. სიკეთე არის იმგვარი რამ, რისი შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია. მაგრამ ადამიანს, ვისაც ღმერ...
იხილეთ სრულად
სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება. სიკეთე არის იმგვარი რამ, რისი შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია. მაგრამ ადამიანს, ვისაც ღმერთისაგან გონიერება აქვს მომადლებული, ძალუძს სიკეთე თავის ხვედრად ამოირჩიოს. მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი შეიმეცნოს ღმერთი და მთელი მისი ქმნილება.
მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით ხალიჩებზე, კარგად დაიმახსოვრეთ ეს. დეკორაცია ღმერთს არ უყვარს. ქრისტე უბრალო კაცი იყო. ერთი პერანგი ეცვა, ღვთისმშობლის მოქსოვილი, რომ დაეხეოდა ის პერანგი, ღვთისმშობელი გაუკერავდა. როცა მაცხოვარი პატ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით ხალიჩებზე, კარგად დაიმახსოვრეთ ეს. დეკორაცია ღმერთს არ უყვარს. ქრისტე უბრალო კაცი იყო. ერთი პერანგი ეცვა, ღვთისმშობლის მოქსოვილი, რომ დაეხეოდა ის პერანგი, ღვთისმშობელი გაუკერავდა. როცა მაცხოვარი პატარა იყო, თამაშობდა და თან დურგლობას სწავლობდა. მამამისს ეხმარებოდა. მეც მინდოდა ქრისტესთვის მიმებაძა და ამიტომ დურგლობა შევისწავლე.
როგორც პურის მარცვალი, მიწაში დათესილი, მოუტანს სარგებლობას დამთესველს, ეგრეთვე პური, რომელსაც წინ დაუდებ მშიერს, შემდგომში მოიტანს ასწილ მეტს სარგებლობას.
რასაც ვერ მისაღწია ცოდვილის კაცის გონებამ, - ის გვაუწყა და გვასწავლა დღეინდელ დღეს განხორციელებულმა უფალმა. მან ცხად ჰყო კაცობრიობისათვის, რომ ადამიანს შეუძლია აღასრულოს თვისი დანიშნულება ქვეყანაზედ მარტო მაშინ, როდესაც იგი იცნობს...
იხილეთ სრულად
რასაც ვერ მისაღწია ცოდვილის კაცის გონებამ, - ის გვაუწყა და გვასწავლა დღეინდელ დღეს განხორციელებულმა უფალმა. მან ცხად ჰყო კაცობრიობისათვის, რომ ადამიანს შეუძლია აღასრულოს თვისი დანიშნულება ქვეყანაზედ მარტო მაშინ, როდესაც იგი იცნობს მხოლოსა ჭეშმარიტსა ღმერთსა (იოანე 17, 3), რომელი არა მსგავს არს ოქროსა, გინა ვერცხლსა, ანუ ასთრაკსა, გამოხატულა სუროებით, განზრახვითა კაცთაითა (საქმე მოციქ. 17, 29), არამედ სულ არს (იოანე 4, 24), და შემოქმედი სოფლისა და...