სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადიული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლ...
იხილეთ სრულად
სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადიული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისთვის“ (ინ. 5, 28-29).
ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება დ...
იხილეთ სრულად
ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, - წმინდა ზიარებით.
კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი. კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული. კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: „დ...
იხილეთ სრულად
კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი. კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული.კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: „დიდება მაღლთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
გრიგოლ ნოსელი, ბიბლიაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სახელი ადამი არის საერთო, კრებითი სიტყვა, ამსახველი არა მარტო ცალკეული პიროვნებისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. აქედან გამომდინარე, ადამი, როგორც ანარეკლი შემოქმედისა, არის მთელი კ...
იხილეთ სრულად
გრიგოლ ნოსელი, ბიბლიაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სახელი ადამი არის საერთო, კრებითი სიტყვა, ამსახველი არა მარტო ცალკეული პიროვნებისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. აქედან გამომდინარე, ადამი, როგორც ანარეკლი შემოქმედისა, არის მთელი კაცობრიობა, მოწოდებული ერთიანობის, ურთიერთგაგებისა და ღვთის ხატად ქცევისთვის.
სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან...
იხილეთ სრულად
სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვან...
იხილეთ სრულად
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს.
უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა და აქ უხმობს იგი გადარჩენის ყველა მსურველს. ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: „ეძიებდით პირველად ს...
იხილეთ სრულად
უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა და აქ უხმობს იგი გადარჩენის ყველა მსურველს.ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33)