ჰოი, სიცოფე მაგინებელთა! რაისათვის განეშორებიან მადლისაგან საღმრთოისა? არა უწყიან გინება ბოროტი უკეთუ მოითმინა კაცმან, მსგავსება აქვს წინასწარმეტყველისა დავითისი, ოდეს იგი ივლტოდა აბესალომისაგან და წინა მოეგობოდა სემია დ აგინებდა ...
იხილეთ სრულად
ჰოი, სიცოფე მაგინებელთა! რაისათვის განეშორებიან მადლისაგან საღმრთოისა? არა უწყიან გინება ბოროტი უკეთუ მოითმინა კაცმან, მსგავსება აქვს წინასწარმეტყველისა დავითისი, ოდეს იგი ივლტოდა აბესალომისაგან და წინა მოეგობოდა სემია დ აგინებდა და აგინებდა ბოროტად და ესროდა ქვათა, და მონანი დავითისნი აღივსნეს გულისწყრომითა, ხოლო დავით არა უტევებდა მოსიკვდიდ მისა და ეტყოდა მათ:
- ნურარასა ავნებთ, რამეთუ ცოდვილ ვარ, და ნუუკუე შემენდოს ღმრთისა მიერ და მათ მიეტევნ...
აწ ესე ვსთქუათ, თუ რომლისა საქმით შეხუდება კაცს და შეემთხვევა ენათა ბაგით ბოროტის ზრახვა. პირველად სიყრმის უგუნურებისაგან, ვითარცა პავლე იტყვის: "ოდეს ვიყავ ყრმა, ვიტყოდი ვითარცა ყრმა; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაცი, დაუტევე სიყრმისა ი...
იხილეთ სრულად
აწ ესე ვსთქუათ, თუ რომლისა საქმით შეხუდება კაცს და შეემთხვევა ენათა ბაგით ბოროტის ზრახვა. პირველად სიყრმის უგუნურებისაგან, ვითარცა პავლე იტყვის: "ოდეს ვიყავ ყრმა, ვიტყოდი ვითარცა ყრმა; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაცი, დაუტევე სიყრმისა იგი". მეორედ ქრისტეს განშორებისაგან: სადამდის ქრისტეს კაცი არ განეშორება, მანამდის არც ბოროტ ზრახვასა ჰყოფს; როდესაც მას მოშორდება, მაშინ ბოროტს ზრახვას შეუდგება
ჭაში წყლის ამოხაპვის შემდეგ დგება უკეთესი წყალი; და თუ ჭა მიშვებულია, მაშინ მასში წყალი ყროლდება; სიმდიდრის დაგროვებაც უსარგებლოა; მისი გაღება და ხელიდან ხელში გადაცემა კი საყოველთაოდ სასარგებლო და ნაყოფიერია.
სიწმიდე, უზაკველობა, უვნებობა, ყოველგვარი ბოროტისაგან განშორებაა სწორედ ღმრთაება. და თუკი ყოველივე ეს უკვე არის შენი არსების კუთვნილება, მაშინ უეჭველია, რომ შენში ღმერთი დამკვიდრებულა და განიხარებს.
სიწმიდე მარტო ბოროტების უქონლობას არ ნიშნავს, იგი ცოდვისაგან გამიჯნული უმაღლესი სულიერი ფასეულობაა. სიწმინდე სინათლეა, ღვთაებრივი სიწმინდე კი უსპეტაკესი ნათელი.
ეგების ის ვინმე იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა განვაცხადო, მოციქული ასე გვამცნებს: "ყოველი განცხადებული ნათელ არს". ყოველი მოღუაწება რომ ვინმემ აღასრულოს, თუ ენა კეთილად დაცული არა აქ...
იხილეთ სრულად
ეგების ის ვინმე იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა განვაცხადო, მოციქული ასე გვამცნებს: "ყოველი განცხადებული ნათელ არს". ყოველი მოღუაწება რომ ვინმემ აღასრულოს, თუ ენა კეთილად დაცული არა აქუს, საუკუნო ცხოვრებას ვერ მიიღებს. თვით უფალი იესო ამტკიცებს: "სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". სად წარმოჩნდა შენი ცხოვრება, რადგან კი დაისჯები? საყვარელო! ამას კეთილით განჰსჯით მიხედე. ცხოვრება და წარწყმედა სიტყვისაგან არის ...
თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა ვიფიქროთ, რომ ავადმყოფობა მოგვეწია ჩვენი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო, რადგან არ ვზრუნავთ სულის ხსნასა და ღმერთის სათნოყოფაზე....
იხილეთ სრულად
თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა ვიფიქროთ, რომ ავადმყოფობა მოგვეწია ჩვენი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო, რადგან არ ვზრუნავთ სულის ხსნასა და ღმერთის სათნოყოფაზე. საკუთარი ნებით არ ვისურვეთ მივახლოვებოდით ღმერთს ლოცვითა და მისი მცნებების აღსრულებით. და ღმერთი ავადმყოფობის გზით გვაიძულებს მოვიგონოთ ის და გვიხმობს თავისკენ, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "ჭიმითა და აღვირითა უქცინ...
ვინაიდან სნეულების ჟამს თავისმოყვარება და ვნებები უძლურდებიან, სინდისის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის, სულიერი შეგრძნებები ფხიზლდება, გონება იწმინდება, ავადმყოფი უკეთ განსჯის გრძნობისმიერი სიამოვნებების არარაობას, რომელიც ჯანმრთელ მდგომა...
იხილეთ სრულად
ვინაიდან სნეულების ჟამს თავისმოყვარება და ვნებები უძლურდებიან, სინდისის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის, სულიერი შეგრძნებები ფხიზლდება, გონება იწმინდება, ავადმყოფი უკეთ განსჯის გრძნობისმიერი სიამოვნებების არარაობას, რომელიც ჯანმრთელ მდგომარეობაში აცდუნებენ, თავისკენ იტყუებენ. მას უკეთ შეუძლია ცოდვის სიბილწე შეიგრძნოს; სნეულების ჟამს სასარგებლოა ხშირი მსჯელობა ამის შესახებ. სიკეთის კეთება უნდა განვიზრახოთ და მტკიცედ გადავწყვიტოთ - დავთმოთ ცოდვილი სურვილები...