ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე - ციტატები, გამონათქვამები ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე |
წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა...
იხილეთ სრულად
წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა სახიერებითა თვისითა ინება, რომ ჩვენ ცოდვილთ მივიღოთ ის ღვინისა და პურის სახით.
link
თუმცა ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით, და ეს სოფელიც თავისი სხვადასხვაგვარი ხიბლით ეშმაკს ეხმარება. ღმერთმა კი თავისუფალი ნება მოგვანიჭა. გვმართებს ვისწრაფოთ სათნოებისაკენ ძალისაებრ ჩვ...
იხილეთ სრულად
თუმცა ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით, და ეს სოფელიც თავისი სხვადასხვაგვარი ხიბლით ეშმაკს ეხმარება. ღმერთმა კი თავისუფალი ნება მოგვანიჭა. გვმართებს ვისწრაფოთ სათნოებისაკენ ძალისაებრ ჩვენისა, მაგრამ მასში განმტკიცება ჩვენს ხელთ არ არის, არამედ უფლის ნებაა, უფალი გვიფარავს არა ღვაწლისათვის, არამედ სიმდაბლისათვის: "სადაც დაცემა აღსრულდა, იქ მანამდე ამპარტავნება უფლობდა" - ამბობს კიბისაღმწერელი.
link
სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი:...
იხილეთ სრულად
სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი: სიწრფელე, სიცხადე და ბუნებრივობა. ხოლო რა არის სიმდაბლე, სიტყვებით ამის ახსნა შეუძლებელია, მხოლოდ გამოცდილებით შეიძენს მას ადამიანი.
link
არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმრთის მოწყალებას და მთელი მსოფლიოს ცოდვები ერთად აღებული ქვიშის მარცვალია ოკეანეში შთაგდებული.
ღმრთის განგება მიუწვდომელია ჩვენ ცოდვილთათვის. ვერცერთი გონება ვერ მისწვდება და ნურც ვეცდებით გამოვიძიოთ, თუ ვის როგორ ჯვარს უმზადებს ღმერთი. თუკი ვინმე გაგვკიცხავს და აუგს იტყვის ჩვენზე, ნუ აღვშფოთდებით და ნუ განვიკითხავთ, არამედ...
იხილეთ სრულად
ღმრთის განგება მიუწვდომელია ჩვენ ცოდვილთათვის. ვერცერთი გონება ვერ მისწვდება და ნურც ვეცდებით გამოვიძიოთ, თუ ვის როგორ ჯვარს უმზადებს ღმერთი. თუკი ვინმე გაგვკიცხავს და აუგს იტყვის ჩვენზე, ნუ აღვშფოთდებით და ნუ განვიკითხავთ, არამედ ვილოცოთ, რომ ღმერთი შეეწიოს და იხსნას იგი განსაცდელისა და იწროებისაგან.
link
ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი ხილვა ანგელოზებსაც კი არ ძალუძთ. მაგრამ უფალი სახიერებითა თვისითა, ადამიანური სახით მოვიდა ადამიანებთან. ჰოი, საკვირველება! დაუტევნელი ღმერთი დაიტია მარადქალწულის წიაღმან, ადამიანური კანონის თა...
იხილეთ სრულად
ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი ხილვა ანგელოზებსაც კი არ ძალუძთ. მაგრამ უფალი სახიერებითა თვისითა, ადამიანური სახით მოვიდა ადამიანებთან. ჰოი, საკვირველება! დაუტევნელი ღმერთი დაიტია მარადქალწულის წიაღმან, ადამიანური კანონის თანახმად იყო მუნ ცხრა თვე და იშვა ვითარცა კაცი, მაგრამ შობა მისი იყო უმტკივნეულო, რამეთუ მუცლადღება მისი არა ხორციელი გზით, არამედ სულისაგან წმიდისა.
link
თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე უკანასკნელად ჩათვლი და მაშინ მაქებელნი ვერაფერს დაგვაკლებენ. ადამიანები მხოლოდ გარეგნულს ხედავენ, შინაგანს კი არ იცნობენ, იმათ გარდა, ვინც სულიერად ცხოვრობს.
ეშმაკი ყველას ებრძვის, მაგრამ მგმობელი აზრები უფრო მეტად ამპარტავანთ ეუფლებათ, რამეთუ ადამიანის ამპარტავნების გამო ღმერთი ეშმაკს მიუშვებს მასზე. წმიდა მამები ისეთ თავდასხმებს განიცდიდნენ, რომ არ ისურვეს მათი აღწერა. მაგრამ ისინი გ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი ყველას ებრძვის, მაგრამ მგმობელი აზრები უფრო მეტად ამპარტავანთ ეუფლებათ, რამეთუ ადამიანის ამპარტავნების გამო ღმერთი ეშმაკს მიუშვებს მასზე. წმიდა მამები ისეთ თავდასხმებს განიცდიდნენ, რომ არ ისურვეს მათი აღწერა. მაგრამ ისინი გამოცდილნი იყვნენ სულიერ ცხოვრებაში, არ შფოთავდნენ, რამეთუ უწყოდნენ, რომ მგმობელი გულისთქმები ეშმაკისგან მოდის.
link
სულიერი ცხოვრების დამწყები თავიდან მოშურნეობს, მაგრამ მსწრაფლ მოუძლურდება. ის ვერ საზღვრავს, თავიდან ზედმეტად ირჯება, შემდეგ კი მოუკლებს ღვაწლს. გადაჭარბებული მოშურნეობაც და მოდუნებაც დამღუპველია, რომც არ მოაკლოს გარჯა, იგი მაინც ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების დამწყები თავიდან მოშურნეობს, მაგრამ მსწრაფლ მოუძლურდება. ის ვერ საზღვრავს, თავიდან ზედმეტად ირჯება, შემდეგ კი მოუკლებს ღვაწლს. გადაჭარბებული მოშურნეობაც და მოდუნებაც დამღუპველია, რომც არ მოაკლოს გარჯა, იგი მაინც საფრთხეშია და ხიბლით მოწყვლა ემუქრება. წმიდა მამები ამბობენ: "თუ ხედავ, რომ ახალგაზრდა თავისი ნებით ისწრაფვის ზეცისაკენ, შეაჩერე, რადგან ამგვარად იხსნი მას".
link
ჰოი, სანეტარო ღმრთიურო სიმდაბლევ, შენ მოდრიკე ცანი და გარდამოხედ, შეიქმენ ადამიანად და ქვეყნიერების ცოდვები მიამსჭვალე ჯვარს. განკრთების გული ჩემი, რაი ძალმიძს წარვთქვა შენი დიდებულების შესახებ?